RSS

Daily Archives: 13/09/2018

შავი ზღვის უნივერსიტეტის ღელვა განათლების სისტემის ჯებირზე

ოლიკო ცისკარიშვილი

პირველად, როცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წინააღმდეგ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრმა უსამართლო ბრძოლა დაიწყო, ჩემი მეგობრები მოდიოდნენ და მითანაგრძნობდნენ. როგორც იქ მომუშავე პერსონას, ჩემმა მეგობრებმა კარგად იციან, რომ ამ უნივერსიტეტში უკვე მეოთხე წელია რაც სტუდენტებს ვასწავლი და თან ვასწავლი სოციალური საკითხების გაშუქებას. მათ ჩემს 28 წლიან ჟურნალისტურ  მოღვაწეობის დროს, არასდროს არ დაუსვამთ კითხვა და არც არასდროს შეპარვიათ ჩემში ეჭვი, რომ მე კეთილსინდისიერად ვაკეთებ თუ არა ჩემს საქმეს, ხშირად, მათი კომპლიმენტებიც დამიმსახურებია. მიუხედავად ამისა, შავი ზღვის უნივერიტეტის გარშემო ამტყდარი ამბების პარალელურად, ისინი მოდიოდნენ ჩემთან და მიყვებოდნენ, რომ თურმე შავი ზღვის უნივერსიტეტში ტერორისტებს ზრდიან… ჩემი გაფართოებული თვალების შემხედვარე წამით ჩერდებოდნენ, მაგრამ ისევ აგრძელებდნენ იგივეს მტკიცებას. ჩემს კითხვაზე – გამოდის, რომ მეც ტერორისტებს ვზრდი? და მეც ტერორისტი ვარ? – შეცბუნებულები წყვეტდნენ დიალოგს და მერე ისევ კამათზე გადმოდიოდნენ: – შენ რა იცი, შიგნით რა ხდება, შენ კი არ ზრდი ტერორისტებს, მაგრამ… რა იცი სხვები რას აკეთებენ… იმდენად ვიღლებოდი კამათით, რომ ოფიციალურად გავაფრთხილე არც ერთს არ ელაპარაკა ამ თემაზე. Read the rest of this entry »