კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრმა პოლონელ, უკრაინელ და სომეხ პარტნიორებთან ერთად ქალაქ წახკაძორში გამართა კონფერენცია თემაზე: „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს საინფორმაციო სივრცეში“. კონფერენციას, რომელიც დაფინანებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (2018 წლის) პოლონეთის დახმარების პროგრამის „დემოკრატიის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ესწრებიდენ ჟურნალისტები და ექსპერტები ოთხი ქვეყნიდან. კონფერენციის მონაწილეებმა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების თემატიკასა და წყაროებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გაუზიარეს მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები. Read the rest of this entry »
Monthly Archives: აგვისტო 2018
სომხეთში, ოთხი ქვეყნის ჟურნალისტებმა გამართეს კონფერენცია დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე
სურათი
ბავშვები, რომლებიც რეგიონს აცოცხლებენ
დღეს, ინტერნეტკონფერენცია შედგა სხვადასხვა რეგიონის ჟურნალისტებსა და სოფელ ჩოლურის სკოლის მოსწავლეებს შორის. ინტერნეტკონფერენცია შედგა საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირის და კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრის ინიციატივით, პროექტს:“ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიზნების შესაბამისი ამოცანების შესრულების მონიტორინგი”-ს ფარგლებში. მირანგულა მუკბანიანი, ზურაბ მუკბანიანი, ირაკლი ხაბულიანი, ნატალია მუკბანიანი, ნუცა მუკბანიანი – ეს იმ ბავშვების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სვანეთის განვითარებასა და იქ არსებულ პრობლემის გადაჭრის გზებზე ფიქრობენ. სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის მე-11 , მე-12 კლასის მოსწავლეებმა არასამთავრობო ორგანიზაციის “მომავლის თაობა” დაფინანსებითა და ხელშეწყობით რამდენიმე იდეა უკვე განახორციელეს.