RSS

საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი რეგიონებისთვის

02 Feb

mestia 012საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი რეგიონებისთვის:

ფიზიკური პირებისთვის

• მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები და კერძო სექტორში დასაქმებული პირი, კალენდარული წლის განმავლობაში, 6000 ლარის ოდენობით მიღებულ შემოსავალზე თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან;
• მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადისაგან.

შეღავათებით სარგებლობისთვის აუცილებელია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მოპოვება.

სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკურმა პირმა, რომელიც მაღალმთიან დასახლებაშია რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, – განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

მეწარმე სუბიექტებისთვის

მეწარმეები, რომელთაც გააჩნიათ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, 10 წლის ვადით თავისუფლდებიან:

• მოგების/საშემოსავლო გადასახადისაგან;
• მიწაზე ქონების გადასახადისგან.

შეღავათებით სარგებლობისთვის აუცილებელია მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მოპოვება.

მეწარმე სუბიექტი მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

http://mof.ge/4919

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s