RSS

ხე-ტყის მომპოვებლები თბილისის სასმელ წყალს აბინძურებენ

14 Feb

untitledმდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადის, კისხევის სათავეებთან, 2009 წელს გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, მიმდინარეობს ჭრები დამზადდება სამასალე მერქანი. ხეები იჭრება მდინარის კალაპოტის ორივე მხარეს 150-200 მეტრიან ზოლში, დაახლოებით, 30° დახრილობისფერდობებზე. სატყეო გზად მდინარის კალაპოტია გამოყენებული და მძიმე ტექნიკა იმ მდინარეში დადის, რომელიც თბილისს სასმელი წყლითამარაგებს.

CENN-ის განცხადებით, კანონდარღვევები აშკარაა და საჭიროებს შემდგომ შესწავლას. ამისათვის ეროვნული სატყეო სააგენტოსგან უკვეგამოთხოვილია შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის ანალიზის საფუძველზეც უახლოეს დღეებში გავრცელდება ინფორმაცია კონკრეტულდარღვევებზე. თუმცა, მართვის გეგმაში ჩაუხედავადაც ცხადია, რომ მდინარეში, რომლის წყლითაც მარაგდება თბილისის მოსახლეობა, არ უნდაგადაადგილდებოდეს დამამზადებლების ტექნიკა და ნავთობპროდუქტების ნარჩენები სასმელ წყალში არ უნდა ირეცხებოდეს.

„მდინარე არაგვის და ივრის წყალშემკრებ აუზებს და მათ ეკოლოგიურ მდგრადობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ეს ორიმდინარე ამარაგებს სასმელი წყლით დედაქალაქის მზარდ მოსახლეობას და ამ მდინარეებიდან ირწყვება მცხეთისა და საგარეჯოს მიწები“ – აცხადებსCENN-ის რეგიონული კოორდინატორი მცხეთა-მთიანეთში, გიორგი იორამაშვილი. მისი თქმით,  ამ მდინარეების აუზებში არსებულ ტყეებზეგანსაკუთრებით დიდი დატვირთვა მოდის,  რადგან გაცემულია გრძელვადიანი ლიცენზიები, მრავლადაა სოციალური ტყეკაფები და აქედანვე გაიცემათავდაცვის სამინისტროს ყოველწლიური მოთხოვნა 5,000 კუბურ მეტრზე“.

გიორგი იორამაშვილი: „თუ ეს ტენდენცია კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდა და ამ მდინარეების კალაპოტებს სათავეებამდე ჩეხვით ავყევით, სადაცჯერ კიდევაა შემორჩენილი პირველადი ტყეები, შეიძლება ეკოსისტემების დეგრადაციისა და ტყის ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელიფუნქციის დასუსტების გამო თბილისს სასმელი წყლის პრობლემა შეექმნას. ასევე მოიმატებს მეწყერების საფრთხე და მდინარის ინერტულიჩამონატანი, რაც კალაპოტების აწევას გამოიწვევს“.

მოგეხსენებათ, ამ მდინარეების ქვემო წელში არსებობს სიონის და ჟინვალის ჰესები, რომლებმაც კალაპოტების დახრილობა მნიშვნელოვნად შეამცირადა ჩამონატანი მასის აკუმულირება უკვე ზემო წელში ხდება. ტყეების არასწორმა ექსპლოატაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნაპირებთან  მცხოვრებ მოსახლეობას და ეკომიგრანტებად აქციოს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s