RSS

Daily Archives: 19/02/2016

არც მეტი, არც ნაკლები – დღეს, ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღეა

ვეშაპიმთელ მსოფლიოში 19 თებერვალს აღნიშნავენ, როგორც ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღეს. ეს დღე, არა მხოლოდ ვეშაპების დასაცავად აღინიშნება, არამედ ყველა ზღვის ძუძუმწოვართა და ზღვის ბინადართა დაცვის დღედ მოიაზრება და დაარსდა 1986 წელს, საერთაშორისო ვეშაპთა კომისიის მიერ (International Whaling Commission, IWC). კომისია დღემდე ებრძვის მსოფლიოში ვეშაპებზე ნადირობასა და მათი ხორცით ვაჭრობას.ვეშაპთა საერთაშორისო დღის აღნიშვნით კომისიას სურს ,რომ მთავრობა და მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ამ ცხოველების დაცვაზე, რადგან დღემდე ზღვის ძუძუმწოვართა, მხოლოდ 119 სახეობაა შემორჩენილი. ვეშაპებზე და ზღვის ძუძუმწოვრებზე უკანონო ნადირობა, დაახლოებით 200 წელია გრძელდება, რამაც გამოიწვია მათი რიცხვის შემცირება და ვეშაპთა რამდენიმე სახეობის გადაშენებაც. Read the rest of this entry »

Advertisements