RSS

რა საფრთხეებს უქმნის ტრადიციულ მიწათსარგებლობას მთავრობის ახალი ინიციტივა?

15 Feb

svaneTi 020მწვანე ალტერნატივას პოზიცია საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი მიწების სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის თაობაზე

2015 წლის 16 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი “„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი, რომლის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა, ითვალისწინებს, ადგილზე გადამოწმების გარეშე, ყველა იმ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებას, რომლებიც  საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ არის. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” შეეძლება (მაგრამ არ იქნება ვალდებული) მოითხოვოს ასეთი მიწის ნაკვეთების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა. თუ ერთი წლის ვადაში დაინტერესებული პირები

(მაგალითად, პირები, რომლებიც შესაძლოა, ტრადიციულად, თაობათა განმავლობაში ფლობდნენ მიწას) ვერ მოახერხებენ მიწის რეგისტრაციას, ქონების ეროვნულ სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება გაასხვისოს მიწა. პირი, რომელიც დოკუმენტურად ვერ დაასაბუთებს, რომ კანონიერი მესაკუთრეა, მიწას დაკარგავს. თუ ქონების ეროვნული სააგენტო არ მოითხოვს მიწის ნაკვეთების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვას, მაშინ სააგენტოს სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის მომენტიდანვე შეეძლება განკარგოს მიწა, მისი სურვილისამებრ. იხილეთ ვრცლად

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s