მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტყეებით მდიდარი ქვეყანაა, ტყეების საშუალო, უცვლელი სიმჭიდროვე ბევრგან კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ქვეყნის ტყის საფარი საფრთხის წინაშეა. საქართველოში, გაუთავებელი ჭრების გამო, ტყის საფარი, საგრძნობლად არის შემცირებული. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი უკანონო ჭრები და ტყის არასწორი კონტროლია. უკანონო ხის ჭრამ საქართველოც მნიშნველოვნად დააზარალა, რამაც შესაძლოა ფატალურ შედეგებამდე მიგვიაყვენოს.
Monthly Archives: დეკემბერი 2015
ნუ მოჭრი!!! გადავარჩინოთ ნაძვები ახალ წელს
გორა ძირის მთაზე მთის დღე აღნიშნეს
მთის დღეს, გაერო 1992 წლიდან აღნიშნავს, საჩხერის მუნიციპალიტეტში ეს დღე, მთა გორა ძირის მთის დალაშქვრით აღნიშნეს.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. კორბოულის მეორე საჯარო სკოლაში ადგილობრივ თვითმართველობასთან, გამგეობის წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან და მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელიც დასრულდა ინტერატქიული გამოკითხვით, რომელია ყველაზე საინტერესო ბუნების ძეგლი, ინტერაქტივის კითხვარში საჩხერის მუნიციპალიტეტის 16 ძეგლი იყო დასახელებული, პირველი ადგილი აიღო დევის ტბამ, მეორე ადგილზე გავიდა გორა ძირის მთა, მოგვიანებით, სწორედ ამ მთაზე აღიმართა სიმბოლურად საჩხერის დროშა.
ქობულეთში მცხოვრები ბოშები
ქობულეთში, ვაგზლის მარჯვენა მხარეს პატარა დასახლებაა, სადაც ორმოცდაათამდე ბოშათა ოჯახი ცხოვრობს, ამ ადგილს ბოშათა დასახლებას ეძახიან. რამდენიმე ოჯახში შეგვიპატიჟეს…
75 წლის ბოშა ქალი, რომელიც ავადაა, თუმცა მაინც ბოშურ ტრადიციისამებრ მოწესრიგებული და მოვლილია, გვიყვება, რომ შვიდი შვილი ყავს, მისი შვილებიც მრავალშვილიანები არიან, თავს, როგორც ყველა ბოშა ვაჭრობით ირჩენენ. ხანდახან მკითხაობითაც. „მკითხაობის ხელოვნებას ბევრი ცოდნა და პრაქტიკა უნდა, ამას ჩვენი წინაპრები გვასწავლიდნენ, ასე გადმოდის შთამომავლობით, შვილიდან შვილზე, ზოგი ხდება, ზოგიც არა…“ – გვიყვება ვალია. Read the rest of this entry »
გავულამაზოთ ახალი წელი “მუყაოს ოცნების ქალაქის” ბავშვებს
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა და ეკოფაქტმა გადაწყვიტეს გაულამაზონ ახალი წელი “მუყაოს ოცნების ქალაქის” ბავშვებს. სტუდენტებმა უკვე დაიწყეს შეგროვება თბილი ტანსაცმლის, მათთვის საჭირო ნივთების და ა.შ.
სხვა დაინტერესებულ პირებსაც შეუძლიათ შეუერთდნენ აქციას და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მისვლა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში (ე. ნინოშვილის 55).
ინვესტიცია ყოველთვის არ ნიშნავს კეთილდღეობას – მიწაწართმეული დისველელები
სხვადასხვა გათვლებით, ყოველწლიურად, მსოფლიოში, 15 მილიონამდე ადამიანი, სხვადასხვა მიზეზით, იძულებით ტოვებს საკუთარ სახლს, მიწას, თემს… ხშირად ისინი ბუნებრივი კატასტროფების გამო, იძულებულნი არიან სულ სხვა ადგილს, კლიმატს, გარემოს შეეგუონ და ცხოვრება თავიდან დაიწყონ.
სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, თავი შეიკავონ და დაიცვან მოსახლეობა იძულებით გამოსახლებისა და განსახლებისგან მათი სახლებიდან და მიწებიდან. ეს ვალდებულება გამომდინარეობს არაერთი საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომლებიც მოითხოვენ, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლება ადეკვატურ საცხოვრისზე (საცხოვრებელ ადგილზე) და ასევე, მასთან დაკავშირებული სხვა უფლებები (სიცოცხლის უფლება, წამებისგან თავისუფლების უფლება, პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლება, წყალზე ხელმისაწვდომობის უფლება, საკვების უფლება და ა.შ.) Read the rest of this entry »
საბადოების მუშაობა – გარემოს აუნაზღაურებელი ზარალი
რამდენიმე დღის წინ, „მწვანე ალტერნატივის“ ინიციატივით, ჟურნალისტთა ჯგუფი კაზრეთსა და საყდრისის ტერიტორიებს გასაცნობად ეწვივნენ. მათი ინტერესის სფეროს ამჯერად ის უფრო წარმოადგენდა, როგორ შედეგებამდე მიჰყავს ამ საბადოებზე სამუშაოებს გარემო. სხვა საკითხია რამდენად კანონიერად განახორციელა საყდრისის საბადოს აფეთქება RMG-მ, როცა არც ერთ ფედერალურ სამსახურს, მათ შორის არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამაზე ნებართვა არ გაუცია. აღარ შევჩერდებით იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი შეიწირა მავანის ინტერესმა, თუმცა ისევ საგანგაშოდ შეიძლება ჩაითვალოს იქ მიმდინარე სამუშაოები. მიუხედავდ იმისა, რომ ჩვენი ვიზიტისას ნისლიანი ამინდი იყო, მაინც საშინელი მტვერი და ბუღი ტრიალებდა. Read the rest of this entry »
ფოტო კონკურსი ,,გავიცნოთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნება”
ბუნების ძეგლების პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით საინტერესოა ბუნებრივი რელიეფის უნიკალური ფორმები. თუმცა მათი დიდი ნაწილი მხოლოდ სამეცნიერო წრეებისთვისაა ცნობილი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი წარმოშობის სხვადასხვა ფორმებით, აუცილებელია საზოგადოებისთვის უცნობი ობიექტების წარმოჩენა, რომელთა შესახებ, ზოგჯერ მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა ცნობილი.
კონკურსის მიზანს წარმოადგენს სოციალური ქსელის facebook.com საშუალებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნების ძეგლების დამახასიათებელი ფოტომასალებისა და საინტერესო ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.







