ICCAMGR -ის მიერ გამართულ დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო შეხვედრაზე განიხილეს გარემოსდაცვითი, კლიმატის ცვლილებების და სოფლის მეურნეობის საკითხები
დღეს, სასტუმროში „Room’s Hotel“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია”-მ (ICCAMGR) გამართა დაინტერესებულ მხარეთა საკოორდიანციო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა, სადაც განიხილეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეროვნული ჩარჩო პოლიტიკის შემუშავების და მისი ადგილობრივ დონეზე დანერგვის სისტემური გამოწვევები. შეხვედრას დაესწრნენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, სტივ ჰეიკინი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, ასევე, USAID-ის წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
“კლიმატის ცვლილების კონვენცია, ითვალისწინებს კლიმატის ცვლილების მავნე შედეგებისადმი ადაპტაციას, ეს გულისხმობს შეცვლილი გარემო პირობებისადმი ბუნებრივი სისტემებების ადაპტირების უნარის გაძლიერებას, კლიმატის ცვლილების მავნე შედეგების ნეიტრალიზებისათვის ღონისძიებების გატარებას, კლიმატის ცვლილებების მავნე ზემოქმედება იმდენად მრავალმხირვი და ზოგჯერ იმდენად მკვეთრია, რომ ბუნებრივი ადაპტირების უნარი შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს დარღვეული წონასწორობის აღსადგენად და ესა თუ ის სისტემა ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური პრობლემები მოწყვლადი აღმოჩნდეს მოცემულიზ ემოქმედების მიმართ, ასეთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება კონკრეტული საადაპტაციო ღონისძიებების გატარება, რომელთა შინაარსი და მასშტაბები განისაზღვრება კონკრეტული ქვეყნის და პრობლემების სპეციფიკიდან გამომდიბარე, რომელიც ხორციელდება ეროვნულ, რეგიონულ ან თემის დონეზეც კი. საადაპტაციო ღონისძიებების განხორციელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ქვეყნებისათვის კლიმატის ცვლილებების შედეგებთან გასამკლავებლად. განვითარებადი ქვეყნები საჭიროებენ საერთაშორისო დახმარებას საადაპტაციო ღონისძიებების გასატარებლად,” – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველოში კლიმატის ცვლილებებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადია სოფლის მეურნეობაში, შავი ზღვის სანაპირო ზონასა და მთიანი რეგიონებში.
გიგლა აგულაშვილის განცხადებით, გავრცელებული პრაქტიკა მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოებისა, აშკარად არაეფექტურია და ვეღარ პასუხობს კატასტროფების შესაძლო პირობებს. მინისტრმა ისაუბრა, საპილოტე პროექტზეც, რომელიც მდინარე რიონზე განხორციედება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს.
“პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, ესაა გლობალური დათბოდა… მსოფლიო ელოდება, გლობალური დათბობის, არა უმეტეს ორ გრადუსზე შენარჩუნებას, ესაა ძალიან ამბიციური გეგმა, რომელშიც ყველა ქვეყანამ უნდა შეიტანოს წვლილი.1990 წელს, საქართველოს,, ჯამური ემისიები ჰქონდა 47 მილიონი ტონა, 2013 წლის მონაცემებით, 16 მილიონ ტონა. ეს იმითაა განპირობვებული, რომ უკვე 1992-93 წლებში საქართველოში, ინდუსტრიამ დაიწყო დაცემა და ემისიებმაც დაიწყო დაცემა. მნიშვნელოვანია ის, რომ ენერგეტიკული ემისიებია საკვანძო კომპონენტი, ” – აცხადებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია, რომელმაც კიდევ უამრავ პრობლემაზე ილაპარაკა, რომლებიც კლიმატურ ცვლილებს იწვევს.
შეგახსენებთ, რომ ICCAMGR პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია (NALAG), მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამამ დაიწყო კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაცია მუნიციპალიტეტებში კლიმატის ცვლილების და მდგრადი განვითარების სპეციალური კომისიების შექმნის გზით. ამ კომისიების, თუ სამუშაო ჯგუფების ამოცანაა ხელი შეუწყონ ორგანული კანონით დადგენილი ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.
აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას საქართველოს ბუნებრივი რესურსების და აგრეთვე, საქართველოს ყველა მოქალაქის ეკონომიკური კეთილდღეობის ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისათვის.