RSS

Monthly Archives: მაისი 2015

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

tamaraa 001გარემოს ეროვნულ სააგენტოს დღეიდან თამარ ბაგრატია უხელმძღვანელებს.

„ჩემი მიზანია ხელი შევუწყო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებას და რაც მთავარია, მოსახლოებას ჰქონდეს სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გარემოში უწევს ცხოვრება,“ – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია.

Read the rest of this entry »

 

სტორის ხეობაში რეკრაციული ზონებში სამუშაოები დაიწყო

სტორიდღეს, თელავის რაიონში სოფელ ლეჩურის მიდამოებში, სტორის ხეობაში ე.წ. სვიანაზე, კეთდება ინფრასტრუქტურა, რომლის მიზანია არსებული ტყეების რეკრეაციული ფუნქციის გამოვლენა და რაც მთავარია ტყეების რესურსის გამოყენება მის დაუზიანებლად. დღეს და ხვალ იქ მოეწყობა “საქეიფო” ინფრასტრუქტურა-მაგიდები, ფანჩატურები, ნაგვის ურნები. მოეწყობა ცეცხლის დასანთები ადგილები.

Read the rest of this entry »

 

დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა

muzeumi 010ყოველწლიურად, 18 მაისს, მუზეუმების თანამშრომლები, მსოფლიოს მასშტაბით, პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ, და რა თქმა უნდა,  ყოველი ჩვენგანიც, რომლებსაც ძალიან უნდათ მოინახულონ საინტერესო მუზეუმები, სადაც უნიკალური ნივთები და ექსპონატებია დაცული, ვთქვათ ერმიტაჟში, ან ლუვრში, ჩვენც თანამონაწილენი ვართ ამ დღესასწაულის.მუზეუმის საერთაშორისო დღე კალენდარზე 1977 წელს გაჩნდა, როცა ყოველწლიურ მუზეუმების საერთაშორისო  თათბირზე მიიღეს წინანდადება, რომ დაეწესებინათ ეს კულტურული დღესასწაული. 1978 წლიდან ამ დღის აღნიშნვნა დაიწყეს 150-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველიში, დღეს, მსურველებს ყველა მუზეუმში სტუმრობა უფასოდ შეუძლიათ.

Read the rest of this entry »

 

ხიხანისწყალმა გზები ჩახერგა და მიწისნაკვეთები წაიღო

wyali 1ხულოს რაიონის სოფელ თხილვანაში, ადიდებულმა მდინარეებმა ოთხ სოფელში დამაკავშირებელი გზები ჩახერგა. ზედა თხილვანა, ბაკიბაკო, მთისუბანი და ქვედა თხილვანა გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ადგილობრივი მცხოვრების ნინა გუნდაძის განცხადებით,  უცბად მოვარდნილმა მდინარე ხიხანისწყალმა ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და მათ შორის მისი მიწის ნაკვეთიც წაიღო.

Read the rest of this entry »

 

დარჩიძეებში, წვიმიან დღეებში, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან

sofeli 001მაღალმთიან აჭარაში, შუახევის რაიონის სოფელ დარჩიძეებს არც გზა აქვს და არც ინფრასტრუქტურაა განვითარებული. ამ სოფელში ბავშვებს წვიმიან ამინდებში სკოლაში გასვლაც კი უჭირთ. ზოგიერთი პატარა სკოლაში ტალახიანი გზების გამო, ვერც კი მიდის, რადგან უმრავლესობას რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ, რაც წარმოუდგენელია უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში. ადგილობრივების განცხადებით, ამ გზებზე ავტომობილებიც კი ვერ დადიან, თუ ავტომობილი მაღალი გამავლობის არაა. მათი მოთხოვნაა სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე მილების დამონტაჟება.

sofeli2

ფოტოები და ინფორმაცია მოგვაწოდა როინ გუნდაძემ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თსუ-ეკო კლუბი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში

ერისიმედიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტი და სტუდენტური თსუ-ეკო კლუბის მიერ საერთაშორისო პროექტ დიდი ნახტომის (Big Jump Challenge) ფარგლებში გამოცხადებულ ესეების კონკურსში, რომელიც საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხებოდა და მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში მდინარის ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასა და მათი ჩართულობის გაზრდას მდინარეების დაცვით ღონისძიებებში, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 103-მა სკოლამ.

Read the rest of this entry »

 

ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირება საქართველოს ქალაქებში

გიგლაგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა საზოგადოებას „ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირება საქართველოს ქალაქებში” დოკუმენტი გააცნო. დოკუმენტი გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში შემუშავდა.

Read the rest of this entry »