RSS

კონფერენცია – „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”

17 Apr

zuzuana 008დიდუბის საგამოფენო ცენტრის მე-6 პავილიონში გაიმართა კონფერენცია „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში” . კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ათი უმაღლესი სასწავლებელი და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ტიპის კონფერენცია, ტურიზმის სფეროში ჯერ არ ჩატარებულა.  კონფერენციაზე, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბრეგვაძემ განაცხადა, რომ ამ კონფერენციას აუცილებლად მოჰყვება მეორე, მესამე და ა.შ. მისი აზრით,  დღეს, ტურიზმი საკმაოდ განვითარებულ საფეხურზეა და შესაბამისად მოთხოვნაც მეტია. გიორგი ბრეგვაძე ვარაუდობს, რომ უფრო მეტად გააქტიურდებიან ახალგაზრდები  და თანაორგანიზატორები, რომლებიც  ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად,  საქართველოს ტურიზმის განვითარების პროგრამებს შეიმუშავებენ.

“დღევანდელი კონფერენციის მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებსა და ტურიზმის ადმინისტრაციას  შორის, ურთიერთთანამშრომლობა გაღრმავდეს. სტუდენტებს ტურიზმის სფეროში ინდივიდუალური თემების არჩევა შეეძლოთ, რომლებსაც განიხილავდნენ დამსწრე საზოგადოებასა და კომპეტენტური ჟიურის წინაშე. მათ შესაძლებლობა მიეცათ თავიანთი იდეები  ტურიზმის დეპარტამენტს მიეწოდონ.  მათგან  ყველაზე საინტერესო კრებულში დაიბეჭდება. იდეები, რომელიც დაეხმარება ტურიზმის ადმინისტრაციას, ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ,” – განაცხადა გიორგი ბრეგვაძემ.

კონფერენციაზე დასწრება არ იყო შეზღუდული და მასში მონაწილეობა შეეძლოთ სხვა დაინტერესებულ პირებსაც.

“ჭიათურის ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელმაც თანაკლასელებთან ერთად იმუშავა,   პროექტი კონკურსის გარეშე წარადგინა. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ კონფერენციაში მხოლოდ ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები არ მონაწილეობენ. სხვა მიმართულების სტუდენტებმაც საკმაოდ კარგი თემები წარადგინეს,” – ამბობს გიორგი ბრეგვაძე.

მისი აზრით, კონფერენცია გაზრდის სტუდენტების ჩართულობას ტურიზმში, ტურიზმის კონტრიბუციასა და მის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმას. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ კიდევ ბევრჯელ ჩატარდება მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რათა ახალგაზრდები უფრო გააქტიურდნენ და მონაწილეობა მიიღონ თავიანთი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში.

“დღეს, საქართველოში, ტურიზმი, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზეა და ჯერ კიდევ წინ აქვს განვითარების საფეხურები გასავლელი.  მეტი ინფორმაცია გავრცელდა, შეიქმნა ფაკულტეტები და საკმაოდ დიდი მოთხოვნითაც სარგებლობენ. ამიტომ გადავწყვიტეთ სტუდენტები უფრო მეტად გაგვეაქტიურებინა და  წაგვეხალისებინა. გვინდა მოსწავლეებსაც შევუწყოთ ხელი, უკეთ გაიცნონ ტურიზმი და მისი ასპექტები. ვიმედოვნებ, ეს ძალიან დაეხმარებათ პროფესიების არჩევისას სწორი გადაწყვეტილება მიიღონ,” – გვეუბნება გიორგი ბრეგვაძე.

 

ცნობისთვის, ხვალ, გამარჯვებულებს სასიამოვნო სურპრიზები ელოდებათ.

ნანუცა დიღმელაშვილი

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s