RSS

მაკულატურის მაგივრად თქვენთვის სასურველი წიგნი

02 Apr

მაკულატურასამწუხაროდ, გვიან გავიგე… აქცია 28 მარტს დაიწყო და 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ერთი კვირის განმავლობაში მსურველებს საშუალება ექნებათ დილის 10 საათიდან, საღამოს 7 საათამდე ჩააბარონ მაკულატურა და გადაცვალონ ახალ წიგნებზე. თან უნდა  იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

ქაღალდის ნაწარმით დატვირთული ავტომობილების კოლონა და უზარმაზარი ცოცხალი რიგი მაკულატურის ჩამბარებელ პუნქტთან – ასე გამოიყურებოდა 28 მარტს სავაჭრო ცენტრ “დიდუბე პლაზას” ეზო, სადაც “მაკულიტერატურის” აქციაში ჩასართავად მოსახლეობის ნაკადი მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა. მეტიც, მონაწილეთა რიცხვი იმდენად მაღალი იყო, რომ მაკულატურის ჩასაბა­რებლად განკუთვნილი სპეციალური ყუთები ერთ საათში თითქმის გაივსო.

მოგეხსენებათ, მედიასახლმა “პალიტრამ” წიგნის მოყვარულებსა­ და ბუნების დამცველებს გრანდი­ოზული აქცია შესთავაზა და “დედამიწის საათთან” დაკავშირებით მაკულატურის ტარიფი უპრეცედ­ენტოდ გაზარდა –
მხოლოდ 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, 1 კგ მაკ­ულატურის 1 ლარის ღირ­ებულების წიგნში გადა­ცვლის შანსი გეძლევათ!  უსარგებლო მეორეულ ქაღალდებს, ჟურნალებს, წიგნებს, ფლაერებსა თუ სხვა ქაღალდის ნაწარმს თქვენთვის სასურველ ახალ წიგნში გადაცვლით, რომლის შერჩევაც 500-ზე მეტი დასახელების წიგნიდან შეგიძლიათ. რაც მთავარია, გახსოვდეთ, ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება­ 17 ხეს გადაარჩენს, რის შედ­ე­­გადაც 26 კუბმეტრი წყალი­ და 2,3 კვმ მიწის მოცულობა დაიზოგება…

http://www.kvirispalitra.ge/public/24690-grandiozuli-aqcia-da-uzarmazari-rigi-makulaturis-chambarebel-punqtthan.html

ფოტო აღებულია კვირის პალიტრიდან

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s