ხვალ, 18 დეკემბერს, ( 11:30; აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, „მიცუბიშის ცენტრი“ ) ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა ტომაშ პერნიცკიმ, ჩეხეთის განვითარების პროგრამების ფარგლებში, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას საჩუქრად გადასცემს მაღალი განმავლობის მიცუბიშის მოდელის მანქანა, რომელიც მოემსახურება თუშეთის მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობას და გაუწევს სასწრაფო დახმარებას გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დროს.
თუშეთის რეგიონში, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების პროგრამების ფარგლებში სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვება მაღალი განმავლობის მანქანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გასაწევად და ჩაუტარდებათ გადამზადება ადგილობრივ ამბულატორიის სამედიცინო პერსონალს.
“თუშეთისათვის ჩეხების აქტივშია: 600000 ლარის ღირებულების ლოკალური ჰელიოსისტემების (განათება და წყალგამაცხელებლები) შეძენა. თუშეთში, ტრადიციული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში; ცხვრის საკრეჭი მანქანები, ( 60 ათასი ევრო), ბოსტნეულის შესანახი საწყობი,(90 ათასი ლარი), სატვირთო მანქანა (30000 დოლარი), რეანომობილი(28000 ევრო), ტურისტული ბილიკების სისტემის განვითარება( 80000 ლარი), ჩვენი ადმინისტრაციის სამენეჯმენტო გეგმის შექმნა. (90000 ლარი) – ჩვენი ოფისის აღჭურვა (ჯიპიესი, კომპიუტერი, ფოტოაპარატი). ესაა არასრული ჩამონათვალი რაც ჩეხეთის მხარემ გააკეთა. და კიდევ უამრავი გეგმები და პროექტებია განსახორციოელებელი, მადლობა მათ თუშეთის, მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურად აღქმისათვის, რაც ძლიერ უჭირთ, სწორედ, იმ ეროვნულ წრეებსა თუ სტრუქტურებს, ვიზედაც არის დამოკიდებული ამ საგანძურის შენარჩუნება, შეულახავად, საჯარო ხელმისაწვდომობის პირობებში,” – გვეუბნება ზაზა ლაგაზიძე თუშეთის დაცული ლანდშაფტის დირექტორი.