ყვარელს, მთიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლი გადმოჰყურებს, რომლის ავტორი მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილია, არქიტექტორი კიაზო ნახუცრიშვილი, ჩამომსხმელი კი სანდრო ხადური, ძეგლი აქ 1968 წლის 2 მაისს აღიმართა. სწორედ, ძეგლის უკან მდებარეობს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კომპლექსი.
გზად 15-16 საუკუნეების ტაძრები გვხდება. ყვარლიდან იუსტიციის სახლამდე ფეხით რამდენიმე წუთში ახვალთ, თან შეგიძლიათ კახეთის უმშვენიერესი ხედებით დატკბეთ.
იუსტიციის სახლი, რომელიც ამჟამად რეორგანიზაციის პროცესშია, 2001 წელს მიხეილ სააკაშილის ინიციატივით დაიწყო. ამ შესანიშნავ შენობაში დღემდე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, თუმცა სტუმრებს უკვე კარგა ხანია იღებენ.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის კომპლექსში, რომელიც მოიცავს მაღალი კლასის სასტუმროს 36 ნომრით (34 სტანდარტული, 2 ლუქსი) შეუძია ერთდროულად უმასპინძლოს 70 ადამიანს. თითოეულ ოთახს თავისი ტერასა აქვს ულამაზესი ხედით.
შენობა წარმოადგენს სასწავლო, სამუშაო და საცხოვრებელ კომპლექსს, სადაც სასწავლო პროცესისა და საქმიანი შეხვედრების პარალელურად შესაძლებელია განტვირთვა კახეთის უმშვენიერეს ბუნებაში.
სწორედ აქ ჩატარდა ერთკვირიანი Deutsche Welle Akademie -ს ჟურნალისტებთან ვორქშოფები .
ვორქშოფები მიზნად ისახავდა ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის სამართლებრივი საფუძვლების, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან ადაპტაციის პროცესის გაშუქებისთვის ჟურნალისტების მომზადებასა და მათი პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას.
ყვარელში იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში გაიმართება ვორქშოფი თემაზე “თავისუფლება და პასუხისმგებლობა – მედიის თავისუფლების საზღვრები”.
ვორქშოფს გაუძღვნენ გერმანელი ტრენერები, ჰანნა ჰიპი და პანდელი პანი. ქართველმა და გერმანელმა ჟურნალსიტებმა განიხილეს ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები მედიაში, განსაკუთრებით ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის მეათე მუხლის ფარგლებში: სად მთავრდება სამართალი/კანონი და სად იწყება ეთიკა. გამოყენებული იყო ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების მაგალითები (cases), ასევე გერმენულ-ქართული მაგალითები. ერთ-ერთი თემა იყო სიძულვილის ენა, მისი განსაზღვრება ჟურნალისტების და იურისტების მიერ და მისი გამოყენება ჟურნალისტიკურ პრაქტიკაში.
შეხვედროს ორგანიზატორის იყო საქართველოს ევროპის სახლი.