RSS

დაბა სიონი

16 Oct

SIONIმარიამ დოჯურიშვილი

დაბა სიონი თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ივრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს. სიონი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, რომელსაც ყოველ წლიურად უამრავი დამსვენებელი სტუმრობს. დაბა სიონში, 1963 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ გდაწყვტა წყალსაცავის დაგუბდა, რომლის ძირითადი დანიშნულება ქალაქ თბილისის სასმელი წყლით მომარაგება იქნებოდა.

იგი სახნავ-სათესი სავარგულებისთვის სარწყავადაც გამოიყენება. ამ ადგილას, ადრე 14 სოფელი ყოფილა, წყალსაცავის აგების გამო, სოფლის მოსახლეობა მაშინდელმა ხელისუფლებამ აყარა და სხვადასხვა სოფლებში ჩაასახლეს.

მდინარე ივრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებთან კერპთაყვანისმცემელტა კერპები და ჟალეთი იყო, რომელიც მოხსენიებულია ქართლის ცხოვრებაში.

„გადმოვიდა ჟალეთს წმინდა ნინო, ბაღსა მისსა ვარდსა და ედემსა’’.

აქვე მდებარეობდა რამოდენიმე ისტორიული ძეგლიც. მათი დიდი ნაწილი სიონის წყალსაცავმა დაფარამათ შორის V საუკუნის II ნახევრის ბაზილიკა – სიონის წყალსაცავის ტაძარი, ძეგლი, მდებარეობდა უჯარმის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას. აღნიშნული ძეგლი 1948 წელში აღმოაჩინეს, სადაც მოგვიანებით, 1951 წლის ივლისში, არქეოლოგიური გათხრები ჩაატარეს.

შეგახსენებთ, რომ დაბა სიონი ექვემდებარება „საქართველოს საპატრიარქოს თიანეთისა და შავ-ხევსურეთის ეპარქიას“.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s