RSS

ქარსაცავი ზოლების გაშენება ჭიათურაში

08 ოქტ

10715697_818752758146096_1722360749_nპროექტი „ქარსაცავი ზოლების გაშენება ჭიათურაში, კლიმატის ცვლილების მიტიგაცია“ ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია გეო-ეკო ალიანსის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რომლის პარტნიორებიც არიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“.

პროექტი დაფინანსებულია გაეროს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ, რომელიც 19 გამარჯვებულ პროექტში დასახელდა, მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო აგვისტოდან და ახლა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს აქტივობების განხორციელება. პროექტის მიზანია ქარსაცავი ზოლების შექმნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საგზაო ტერიტორიებზე, რათა ქარიან ამინდებში სატრანსპორტო გადაადგილება გახდეს შესაძლებელი, ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა და მათი ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.

პროექტის მიმდინარეობისას დაიგეგმა ეკო-ბანაკების ორგანიზება, რომელიც უშუალოდ ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში, ხეების ამორგვასა და გადარგვის აქტივობების განსახორციელებლად.

პროექტის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იგეგმება 17-18-19 ოქტომბერს, 13:00 – 17:00 საათებში, ჭიათურობას როდესაც მთელი მუნიციპალიტეტი აღნიშნავს კაცხის ეკლესიის 1000 წლის თავს, სიმბოლურად დაირგვება 1000 ძირი ფიჭვი 2-2 მწკრივად.

17-ში 40 აქტიური ახალგაზრდა, რომელსაც შეარჩევს მუნიციპალიტეტი, ასევე ჩვენი ჟიური, სტუდენტები და მოსწავლეები მთელი საქართველოდან გაემართებიან სოფელი კაცხის მიდამოებში გამართულ ბანაკში, სადაც ჩაუტარდებათ სამუშაო-სემინარები და მიეწოდებათ ინფორმაცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. 3 დღის განმავლობაში ახალგაზრდები ტრენინგებთან ერთად განახორციელებენ პრაქტიკულ საველე სამუშაოებს ქარსაცავი ზოლის მიდამოებში ფიჭვისა და აკაციის ხეების რგვებს.

საუკეთესო და ყველაზე აქტიური მოსწავლე გამოვლინდება ჟიურის მიერ, რომელიც ერთი დღე იქნება ქალაქის გამგებელი და შეასრულებს გამგებლის მოვალეობებს. ასევე ბავშვებს გადაეცემათ სერთიფიკატები და პრიზები.

პროექტს გააშუქებს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“, ასევე პროექტში მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის საელჩო, გაერო და სხვა საელჩოები.

პროექტის ფარგლებში სოფლებში განთავსდება საინფორმაციო ბანერები, რომლებზეც დატანილი იქნება კონკრეტული სოფლის ინფორმაცია და ტურისტული ატრაქციები.

გაშენებულ ხეივანებს კი მიენიჭებათ ადგილობრივი სოფლის საპატიო ადამიანის სახელი.

პროექტი ხორციელდება 4 სოფელში: კაცხი, რგანი, პერევისა-ითხვისი და ხრეითის მიდამოებში.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ აქტიურად ადგილობრივი სკოლები, რესურს ცენტრი, საპატრულო პოლიცია და სხვა სტრუქტურის წარმომადგენლები.

შემოგვიერთდით, ერთად დავრგოთ ჩვენი მომავალი!

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s