RSS

გადაუდებელი დახმარებისთვის დარეკეთ 112

28 Sep

racha wvima 003დღეს, 28 სექტემბრის საღამო საათებიდან დასავლეთ საქართველოს მთელს სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი და უხვი ნალექი, სავარაუდოდ, მდინარეებში წყლის დონე სახიფათოდ მოიმატებს.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ავრცელებს განცხადებას:

“ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი. მსგავსი ოდენობის ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვარცოფული და მეწყრული მოვლენები, განსაკუთრებით აჭარის მაღალმთიანეთში, გურიასა და სამეგრელოს მაღალ ზონაში.

მეტეოროლოგების ვარაუდით აღნიშნული ვითარება 28 სექტემბის ღამესა და 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ხოლო 29 სექტემბრის ღამისთვის ნალექის დონე და ქარის მაჩვენებელი სავარაუდოდ მოიკლებს.

მივმართავთ მოსახლეობას, მაქსიმალურად მოერიდონ ზღვის სანაპირო ზოლსა და მდინარეების უშუალო სიახლოვეს, ასევე შეძლებისდაგვარად მოარიდონ შინაური ფრინველი თუ პირუტყვი საშიშ ზონებს. ამ ეტაპისთვის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობით, დასავლეთ საქართველოში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს პრევენციულ ღონისძიებებს. სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყების რესურსი როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი დახმარებისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 112”.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s