RSS

Monthly Archives: მაისი 2014

საგანგაშო ეკოლოგიური მდგომარეობა “შავი ოქროს” ქალაქში

rgani 001ოლიკო ცისკარიშვილი

ჭიათურის ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფის პირასაა, ადგილობრივების ნათქვამში ჩვენ თავადაც დავრწმუნდით, დაბინძურებული მდინარე, წყაროები, ჰაერი, გაუდაბნოებული ტერიტორიები, გაშავებული და დამტვერილი ქალაქი… ესაა დღევანდელი ჭიათურისა და მისი მიმდებარე სოფლების რეალობა. სოფელი რგანი, სადაც 600-მდე კომლი ცხოვრობს,  ერთ-ერთ ყველაზე კატასტროფულ მდგომარეობაშია, რადგან აქ სამი, მოქმედი, ღია კარიერია, რომელსაც სრული წესების დაუცველად ამუშავებენ და  მადანს მოიპოვებენ. ადგილობრივების თქმით, რგანი ერთ-ერთი ეპიცენტრია, მიდის როგორც მიწისზედა სამუშაოები, ასევე მიწისქვეშა სამუშაოებიც. იმდენად ძლიერია მიწისქვეშა ბიძგები, რომ სახლები დაბზარულია. რგანელები, როგორც ჭიათურაში, აქაც კომპანია „ჯორჯია მარგანეცს“ ადანაშაულებენ, რომელსაც ლიცენზია საბადოების მართვაზე 2007 წლის პირველი იანვრიდან გადაეცა, 49 წლის ვადით. როგორც გაირკვა, მათ სახელმწიფოს წინაშე არანაირი ვადებულება არ აქვთ აღებული გარემოზე მიყენებული ზარალის გამო.

ჭიათურის მიმდებარე ტერიტორიებზე, დაახლოებით 15-მდე მოქმედი კარიერია. Read the rest of this entry »

 

მაშველებმა სტეფანწმინდაში ინდოელი ტურისტი გადაარჩინეს

mashvelebiშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა, ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, ხეობაში ჩავარდნილი ინდოეთის მოქალაქე სამევი ვიქარულ ისლამი ჩამოიყვანეს.
Read the rest of this entry »

 

სახელმწიფო ექსპერიმენტს ატარებს: შიმშილით დავიხოცებით თუ სიცივით

wyaltubo 017ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2010 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში 249,365 დევნილი ცხოვრობს (87,962 ოჯახი). 1990-იანი წლების მოვლენების შედეგად, დევნილები საქართველოს მასშტაბით 1,540 კომპაქტური ჩასახლების ცენტრში არიან გადანაწილებული. მათგან 735 ცენტრი თბილისში, 805 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. სამინისტრომ 23,000-ზე მეტი დევნილი ოჯახის (8,000 ე. წ. ახალი და 15,000 ე. წ. ძველი დევნილი ოჯახი) საცხოვრებლის პრობლემა უკვე გადაჭრა.

ომით დაზარალებული იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის პირველი ტალღა საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარი ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების (ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური) შედეგად გაჩნდა. მაშინ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ქვეყნის დანარჩენ ნაწილში დაახლოებით 225,0002 დევნილი გადმოვიდა. მათ შორის იყვნენ, ადამიანები, რომლებიც ახლა ქალაქ წყალტუბოს სანატორიუმ „მეტალურგში“, ბარათაშვილის შვიდში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. მათ უამრავ პრობლემას ისიც ემატება, რომ უახლოეს მომავალში ელექტროენერგიის მრიცხველებს უდგავენ. ადგილობრივები იმაზეც წუხან, რომ მრიცხველებს ძლიერი წვიმის დროს, წყალი დააზიანებს.

Read the rest of this entry »

 

ქვიშხეთი, ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე

qvishxeTi 011ოლიკო ცისკარიშვილი

“პროექტის დაწყების თარიღი 2011. დასრულების ვადაა 2016 წელი. მშენებელია ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურო, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრრო, ნებართვის გაცემის თარიღი 21.01. 2011.  ბრძანების ნომერი 75/01-06; ფუნქციური დანიშნულებაა წყვილლიანდაგიანი სარგინიგზო ლიანდაგი. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთი.” – წერია, ქვიშხეთის ცენტრში, უშველებელი პლაკატზე.

Read the rest of this entry »

 

ნარჩენების პრობლემა კახეთის სოფლებსა და რაიონებში

nukrianis 002ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოში, სადაც 63 ნაგავსაყრელია, მხოლოდ ორია სანიტარული ნაგავსაყრელი, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ქვეყანაში მათ გარდა, უამრავი უკანონო ნაგავსაყრელებია. ზედმეტია საუბარი რაიმე სტანდარტებთაბთან შესაბამისობაზე. რეგიონებში,  მცირე მუნიციპალიტეტებში ამ სახის მომსახურება, ძალიან მცირე პროცენტს, დაახლოებით, 30-40 პროცენტს მიეწოდება. რეგიონების მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ხევებსა და ზოგჯერ პირდაპირ მდინარეშიც კი ყრის.

Read the rest of this entry »

 

დისველი – უმიწოდ დარჩენილი სოფელი

disveli 002ოლიკო ცისკარიშვილი

ბოლნისის რაიონის სოფელ დისველში, დილა იმით იწყება, რომ სკოლის მოსწავლეები ყანაში სამუშაოდ მიდიან, მუშაობენ ვიდრე ბოლნისიდან სპეციალური სამარშუტო ტაქსი სკოლის მასწავლებლებს ამოიყვენს, მერე კი გაკვეთილების სწავლას შეუდგებიან. სოფელში, სადაც გარშემო მხოლოდ მინდვრებია და ალაგალაგ ნახევრად აშენებული სახლები დგას, მხოლოდ ერთადერთი სკოლაა. პატარებისთვის ბაღიც არაა. სწორედ, იმ სამარშუტო ტაქსს მიჰყავს ბაღის მოსწავლეები ბოლნისში, საღამოს კი უკან დაბრუნებული პატარებით სავსე მარშუტკა, ისევ მასწავლებლებს ემსახურება და უკან, ბოლნისში მიჰყავს. შვიდ კილომეტრიანი გზა კი, რომლის ყოველდღიურად გავლაც პატარებს და მასწავლებლებს ორჯერ  უწევთ, დასაგებია.

Read the rest of this entry »

 

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

yazbegisken2014 წელი, აპრილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოინაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემები გასული თვის მდგომარეობით:

2014 წლის აპრილი 390 685 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7,1%-ით მეტია.

Read the rest of this entry »

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხეების დარგვის აქციას – „მწვანე მომავალი“ შეუერთდა

IMGL1403 copyშინაგან საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას შეუერთდა და გამწვანების აქციაში – „მწვანე მომავალი“ მონაწილეობა მიიღო. აქცია ქალაქ დუშეთში გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის 300 თანამშრომელმა, გამწვანების აქციის ფარგლებში 1000 ნერგი დარგეს.

Read the rest of this entry »