ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის TSU- ECO-KLUB-ის , „GEO-EKO-ALIANSE“-ის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა, სათემო კავშირმა „ნუკრიანმა“ და სოფელ ნუკრიანის ახალგაზრდებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი წერტილი დალაშქრეს. მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 1087 მ აღმოჩნდა. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტოპონიმის მიხედვით მწვერვალს გურგალის მთა ეწოდა.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და სტუმრებმა მედროშედ ერთხმად აირჩიეს საფრანგეთის ელჩის პირველი მრჩეველი-გზავიე რუარი. მწვერვალზე სიმბოლურად სიღნაღის მუნიციპალიტეტის გერბიანი დროშა დამაგრდა. სტუმრები და მასპინძლები სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.
„ თქვენთან ჩემი მეგობრის, ციალა აბესაძის მეშვეობით აღმოვჩნდი. მისგან მოვისმინე ლაშქრობის შესახებ და მონაწილეობის სურვილი გამიჩნდა. ეს ძალიან კარგი დღე იყო. ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა პირველად მივიღე. მოხარული ვარ, რომ მედროშის სტატუსი მქონდა. საუბრის დროს თქვენგან სიღნაღში ფრანგული კულტურის კუთხის გახსნასთან დაკავშირებით წინადადება მივიღე. საინტერესო წინადადებაა და პასუხი დადებითია,“- განაცხადა საფრანგეთის ელჩის პირველმა მრჩეველმა, გზავიე რუარმა.