RSS

დღეს, ტყის საერთაშორისო დღეა

21 Mar

borjomi 0041971 წელს, გაეროს ინიციატივით, 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ აღიარეს. ამ დღის ძირითადი ამოცანა პლანეტის მოსახლეობის სატყეო ეკოსისტემების მნიშვნელობის გაცნობიერების ამაღლებაა. ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტყის დასაცავად სხვადასხვა აქცია და ღონისძიება ტარდება.

ამ აქციებს საქართველოც უერთდება.

საინტერესო ფაქტები:· ტყე დედამიწის ერთ მესამედს მოიცავს;
· ტყე ფარავს საქართველოს ტერიტორიის 40 %-ს;
· საქართველოს ტყეების 98% მთის ტყეებს წარმოადგენს, განლაგებულია მაღალი დაქანების ფერდობებზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (ნიადაგდაცვითი, წყალდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი და სხვა);· საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელუხლებელი ტყეები
· საქართველოში გავრცელებული 400-მდე მერქნიანი სახეობიდან 61 საქართველოს, ხოლო 43 კავკასიის ენდემია;
· საქართველოს ტყეები ბუნებრივი უნიკალურობისა და ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით შედის ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ოცდათორმეტ “ცხელ წერტილში”;
· საქართველოს ტყე ყოველწლიურად დაახლოებით 180-190 მილიონ ტონამდე ჰაერის მტვერს ფილტრავს; შთანთქავს წლიურად 41,5 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს და გამოყოფს 36 მილიონ ტონა ჟანგბადს;
· ხეები პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმებია და უდიდეს ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს;
· 1 ჰექტარი ტყის მიერ ჟანგბადის გამოყოფა ანაზღაურებს 19 ადამიანის მიერ მოხმარებულ ჟანგბადს; ორი მრავალწლოვანი ხე ყოველწლიურად ოთხსულიანი ოჯახისათვის საკმარის ჟანგბადს გამოიმუშავებს.
· ტყე აუმჯობესებს წყლის ხარისხს და ცირკულაციას, ხელს უწყობს წყლის ნაკადის წარმართვას, ნალექის რაოდენობის შემცირებას და ამცირებს ნიადაგიდან წყლის აორთქლებას;
· ტყეში არსებული წყაროები სასმელი წყლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს;
· ხის ფესვები აკავებს ნიადაგს, ამცირებს ეროზიების რისკს და ხელს უწყობს ნიადაგის საფარის აღდგენა-შენარჩუნებას.

რატომ ვრგავთ ხეებს?

· FAO-ს მონაცემებით 1963 წელს ტყეებს დედამიწაზე 4229,2 მილიონი ჰექტარი ეკავათ, თუმცა 1990 წლის მონაცემით 788,2 მილიონით შემცირდა და ყოველწლიურად 11 მილიონი ჰექტარით მცირდება;
· საქართველოში ტყეების ხელოვნურად გაშენებამ ორგანიზებული ხასიათი მე-19 საუკუნის დასაწყისში მიიღო; დაახლოებით 200 000 ჰექტარი მიწის მასივები იქნა რეკონსტრუირებული და გაშენებული;
· შენობის გარშემო განთავსებული ხეები ჰაერის კონდიცირების აუცილებლობას 30%-ით ამცირებს;
· მრავალწლოვანი ხე 70-ჯერ მეტად ეწინააღმდეგება დაბინძურებას, ვიდრე ახლადდარგული;
· ტყიდან მოპოვებული ხის მასალის 60% საწვავად გამოიყენება. ეს ნიშნავს, რომ საწვავი და ბიო-ენერგია ტყის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია;
· ხეების მიერ შთანთქმული ნახშირორჟანგი მრავალი წლის განმავლობაში რჩება ტყის სიღრმეში;
· ხე ცეცხლისაგან ადვილად იღუპება, ხოლო წვის დროს მის მიერ შთანთქმული ნახშირორჟანგი ატმოსფეროში ბრუნდება, ამიტომ ტყის ხანძრისაგან დაცვა აუცილებელია;
· ტყე ქმნის ჩრდილსა და სიგრილეს; სილამაზეს სძენს ლანდშაფტს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s