ეკოფაქტი, ბუნების დაცვას, გარემოს დაბინძურებას, ტურიზმს, მეწყერებს, ვულკანებს და ა.შ. ეხება, თუმცა საქართველოში ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, გვინდა ამ დღის – ღიმილის საერთაშორისო დღის შესახებ, შევახსენოთ მკითხველს… რადგან რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, გისურვებთ, არ დაგვეკარგოს ღიმილი პოლიტიკურ ქარცეცხლების გამო…
საერთაშორისო ღიმილის დღე (World Smile Day) აღინიშნება. ის ფაქტი, რომ ეს მშვენიერი დღე არსებობს, მსოფლიო მხატვარ ხარვი ბელს უნდა უმადლოდეს. მე-20 სუკუნის შუა პერიოდში, ის ამერიკაში ცხოვრობდა. მისი ნამუშევრები, განსაკუთრებულობით არ გამოირცეოდნენ; კრიტიკოსებსაც დიდად არ აინტერესებდათ მისი შემოქმედება, მის ნახატებს უკვდავება არ ემუქრებოდა. მაგრამ ერთხელ, მას სადაზღვეო კომპანიის State Mutual Life Assurance Company of America წარმომადგენლები დუკავშირდნენ, თხოვნით, რომ შეექმნა მკვეთრი და ადვილად დასამახსოვრებელი სიმბოლო – კომპანიის სავიზიტო ბარათი. ხარვი დიდხანს არ ფიქრობდა, მან შესთავაზა შემკვეთს ის, რასაც დღეს ინტერნეტის ყველა მომხმარებელი „სმაილს“ უწოდებს – მომღიმარე ყვითელი სახე. ეს 1963 წელს მოხდა. მომხმარებელმა მიიღო ეს სიმბოლო, გადაუხადა ბელს 50 დოლარი, შექმნა ამ სმაილის ემბლემები და მთელ კომპანიაში დაარიგა. ამ სახის „სავიზიტო ბარათმა“ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიის კლიენტები ასეთი ინოვაციით აღფრთოვანებულნი იყვნენ – რამდენიმე თვეში უკვე 10 000 ათასი ემბლემა იყო გამოშვებული. ძალიან მალე, სმაილი გაჩნდა მაისურებზე, ბეისბოლის კეპებზე, კონვერტებზე, ღია ბარათებზე და ასანთის კოლოფებზე. საფოსტო ბიურომაც კი, გამოუშვა მარკები, სმაილის გამოსახულებით. ღიმილი, საერთაშორისოა! ხარლი ბელს ეს ეამაყებოდა. „საზოგადოების და ხელოვნების ისტორიში, არ არსებობდა არც ერთი ნამუშევარი, რომელიც ასე ფართოდ გავრცელდა და ამდენ სიხარულს, ბედნიერებას და სიამოვნებას ხალხს ანიჭებდა. არ არსებოდა, ის რაც იყო ასეთივე მარტივი და გასაგები ყველასათის!“ – განაცხადა მან, თავის ერთ ერთ ინტერვიუში. მსოფლიო ღიმილის დღე პირველად 1999 წელს აღინიშნა. მხატვარი თვლიდა, რომ ეს დღე უნდა მიეძღვნა მხიარულ განწყობას, ამ დღის დევიზებია : გააკეთე სიკეთე (Do an act of kindness) ! გააცინე გარშემომყოფები ( Do one person smile) !
მოგვიანებით, 1982 წელს პროფესორმა სკოტ ფალმანმა პირველად გამოიყენა სამი სიმბოლო – ორწერტილი დეფისი და დახურული ფრჩილი, რომ გამოეხატა გაღიმებული სახე კომპიუტერის ტექსტში. ეს იყო ელექტრონული ლექსიკონის სერიოზული დანამატი . 🙂
ასე, რომ გაიღიმეთ, ყველაფერი კარგად იქნება 🙂