RSS

Daily Archives: 13/09/2013

დისკუსია თემაზე: “ენერგოეფექტურობა და ენერგოდაზოგვა – პრობლემები და პერსპექტივები”

qaris 2სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (dvv international) ყოველი თვის 15 რიცხვში ატარებს საჯარო დისკუსიას აქტუალურ საკითხებზე, რომელთა მიზანია, საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება. პროექტის პარტნიორები არიან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU). Read the rest of this entry »

 

პრომეთეს მღვიმე

promeTe 010ოლიკო ცისკარიშვილი

პრომეთეს მღვიმე ან  ღლიანის მღვიმე, რომელიც გამოცხადებულია ბუნების ძეგლად კარსტული მღვიმე დასავლეთ საქართველოშია. ეკუთვნის წყალტუბოს მუნიციპალიტეტს და მდებარეობს ქვილიშორისა და ყუმისთავის სიახლოვეს, მდინარე ყუმის აუზში, ზღვის დონიდან 100 მეტრზე. პრომეთეს მღვიმეში ვიზიტისას სასურველია გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რადგან ბილეთის აღება მოგიწევთ, რომელიც 6 ლარი ღირს, ნავით გასეირნება კი დამატებით 7 ლარი ჯდება. მოწაფეებისა და სტუდენტებისთვის ფასდაკლება. ერთი შეხედვით ძვირადღირებული სიამოვნებაა, თუმცა დამერწმუნეთ ღირს, მღვიმეში წარმოდგენილი სატალაქტიტები, სალაგმიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მიწისქვეშა ტბები და სხვა ხილვა საკუთარი თვალით 80 მეტრ სიღრმეზე და 14 გრადუს ტემპერატურაზე, 1400 მეტრის ფეხით გავლა მართლა ძალიან სასიამოვნო მოგონებად დარჩება მნახველს. Read the rest of this entry »