სენაკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.სენაკი უკვე დატოვა 100-ზე მეტმა ოჯახმა.სენაკის რაიონის ნაწილს ამ დროისთვის არ მიეწოდება ელექტროენერგია. დატბორილია რუსთაველის, ჭავჭავაძის, მშვიდობისა და შარტავას ქუჩები.
მიმდებარე ქუჩებში წყლის სიმაღლე 50 სანტიმეტრს, ზოგან კი წყლის დონე ერთ მეტრს აღწევს. დატბორილია ატეულობით სახლის პირველი სართული და სათავსო ნაგებობები.
ამ დროისთვის სენაკის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე პარალიზებულია ავტოსაგზაო მოძრაობა. მძიმე მდგომარეობაა ასევე შექმნილი სენაკის რაიონის შემდეგ სოფლებში: ახალსოფელში, ნოსირსა და თეკლათში. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ რაიონში ასეთი სახის უხვი ნალექი ბოლო 50 წლის განმავლობაში არ ახსოვთ.
წვიმას თან ერთვოდა ძლიერი ქარიშხალი და სეტყვა.
,,დიდი ზარალი იქნება. სტიქია 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სეტყვა, ქარი, წვიმა – ყველაფერი ერთდროულად იყო“,- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.
მთელი ქალაქი დატბორილია, მანქანებს გადაადგილება უჭირთ. სენაკის თეატრში სტიქიის დროს წყალი ჩავიდა.ქალაქში გაზის მილებიც დასკდა.
მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. ზარალი უფრო დიდია სენაკის რაიონის სოფლებში.
მასალა მომზადდა
http://news.ge/ge და http://topnews.mediamall.ge დაყრდნობით