დღეს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის და ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის ინიციატივით გაიმართა დისკუსია მდ.ჭოროხის კირნათი ჰესის მშენებლობისა და მისი გარემოზე ზემოქმედების რისკებთან დაკავშირებით. “აჭარ ენერჯი 2007” გეგმავს მდ. ჭოროხის ბოლო 21 კმ-იან მონაკვეთზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტრო სადგურების კასკადის პროექტის განხორციელებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, თუმცა გარემოსდაცვის ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გააჩნიათ მთელი რიგი შენიშვნებისა, რომლებიც ეკოლოგიური თვალსაზრისით საფრთხეს უქმნის გარემოს და ადგილობრივებს. Read the rest of this entry »