ბავშობაში, სოფელში, ჩემ კბილა გოგო-ბიჭებთან ერთად, სახლობანას მუყაოს ყუთებისგან გაკეთებულ ქოხმახებში ვთამაშობდით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ქოხში რეალურად შეიძლებოდა ადამიანებს ეცხოვრათ, ვერც მაშინ, ღრმა ბავშვობაში, როცა ზღაპრების მართლა მჯეროდა. ორიოდე დღის წინ, ზუსტად ისეთივე აშენებულ ქოხების “ოცნების ქალაქში” მოვხვდი. დავდიოდი და გაკვირვებულ-გაოცებული, ალაგ-ალაგ ამ ქოხებშიც ვიხედებოდი. იქიდან კი დაღლილი, ცხოვრებისგან გასავათებული, იმედდაკარგული ადამიანების თვალები მეფეთებოდა. Read the rest of this entry »