ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის ფართო მასშტაბიან სარეკლამო კამპანიას უკრაინის 3 ქალაქში: კიევში, ხარკოვსა და დონეცკში ატარებს.
კამპანიის ფარგლებში უკრაინაში, ქალაქ კიევში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა, სასტუმრო „ფერმონტში“ გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, არსებულ ტურისტულ რესურსზე და ახალ მიმართულებებზე ესაუბრა.პრეზენტაციას 100-მდე უკრაინის წამყვანი ტურ ოპერატორი და ჟურნალისტი ესწრებოდა.
ასევე კამპანია მოიცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით რეკლამის გავრცელებას უკრაინის ბაზარე, რაც გულისხმობს ბილბორდებისა და LED მონიტორების განთავსებას კიევის, ხარკოვისა და დონეცკის ცენტრალურ უბნებში.
კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეხვედრები კიევში გამართა. გიორგი სიგუა საქართველოს საელჩოში უკრაინის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა.
უკრაინა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ,,ბისეკის” კოორდნიატორია და შეხვედრაზე მხარეები შეთანხდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ბისეკის ფარგლებში, რომელიც რეგულარული სანაოსნოს მიმართულების სამგზავრო გემებისა და საკრუიზო ლაინერების ხაზების დანიშვნაზე იმუშავებს. ამ იდეის ინიციატორი თურქეთი, უკრაინა და საქართველოა, მის განხორციელებას კი კიდევ 3 ხმა სჭირდება.
გიორგი სიგუა იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმება შედგება, რეგულარული საკრუიზო ლაინერები დაინიშნება, რომელიც ბათუმშიც შემოვა. ეს კი ყოველდღიურად 2000-2500 ტურისტს ნიშნავს.
უკრაინა საქართველოსთვის ერთ-ერთ პირველად მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2011 წელს უკრაინიდან საქართველოში 58 966 ტურისტი შემოვიდა, 2012 წელს 76 082 წლიდან 2012 წელს- 76 082, 2011 წლიდან 2012 წლამდე დაფიქსირდა უკრაინიდან ტურისტების 29%–იანი ზრდა.
ამ დროისთვის, 2013 წლის პირველ 6 თვეში უკრაინიდან საქართველოში 49 887 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 73%-ით აღემატება.