RSS

ლაგოდეხში სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გაიმართა

10 ივლ

lagodexi 003 “რაც თავი გვახსოვს ასეთ მდგომარეობაში ვართ, ადრე წყალი იყო, სათავე წვიმის შემდეგ იმღვრევა და მოდის. დასალევად საერთოდ არ ვარგა,” – ამბობენ ლაგოდეხის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა, რომლებიც სასმელ წყალს ითხოვენ. მათ უკვე თვეზე მეტია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. თუმცა, ლაგოდეხელები სულადობის მიხედვით იხდიან წყლის საფასურს და ერთი სული მოსახლე ყოველთვიურად 30 თეთრს იხდის.

” მოსახლეობას წყალს არ გვაწვდიან, წარმოგიდგენიათ, პაპანაქება ზაფხულში სასმელი წყალი არ გვაქვს. ერთი თვეა წყალი არ გვქონი,” – ჩივიან ლაგოდეხელები…

“სამსახურში წყალი არაა, სახლში წყალი არაა. ასე შეიძლება გაგიჯდეს ადამიანი,” – დგას და შველას ითხოვს ახალგაზრდა ქალი.

“როგორც კი წვიმა წამოვა, სათავე იმღვრევა და წყალი სასმელად უვარგისი ხდება, მილებიც გამოსაცვლელია. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. დაიცლება ეს მხარე, წავა ხალხი აქედან,” – ამბობენ ლაგოდეხის ცენტრში შეკრებილები.

წვიმის მოსვლისთანავე წყალი წყდება და მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აქვს. მოსახლეობა რამდენიმე კვირის განმავლობაში სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

“გამოსავალი არის ჭების წყლის მილებში გაშვება” – ამტკიცებს ზოგი, – მეორე გამოსავალსაც სთავაზობენ მთავრობას, მცირე გესის აშენება, ფაქტია რომ რამოდენიმე მილიონი დაიხარჯა სათავეზე და მაინც გადაკეთილია, – ამბობენ ისინი.

“დღეს სრულიად აბსურდს დაგვიპდნენ, 5 დღეში მოგიგვარებთ პრობლემასო, სამოქალაქო საზოგადოების ასოციაციის წევრი გიორგი ბოკერია.

“წყალი არ მქონია ათი დღე,” – ჩივის ლაგოდეხში გურამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები.

“ჩვენ მოსახლეობა გავაფრთხილოთ, რომ ეს წყალი არ ვარგა დასალევად, უნდა გადაადუღონ და ისე დალიონ ანდა, გამოიყენონ ტექნიკური მიზნებისთვის, წყალმომარაგების კომპანიიდან ამბობენ, რომ ლაგოდეხში წყალის მოხმარება არის 5-ჯერ მეტი და ფილტრი ვერ ახერხებს წყლის გაფილტვრას, ეს რომ არ იყოს, ჩვეულებრივ გექნებათო. იმიტომ ვართ აქ, რომ ეს პრობლემა მოვაგვარიოთ. ორშაბათიდან არანაირი გრაფიკი არ იქნება, მაგრამ თუ წვიმა იქნება, ისევ არ იქნება წყალი. ალტერნატიული გამოსავალი არის, ადრე მარაგდებოდა ჭებიდან, არა მარტო ლაგოდეხი, სიღნაღი, დედოფლისწყაროც, მაგრამ მხედრიონის დროს გაიძარცვა და განაგდურებულია მთელი ინფრასტრუქტურა, სულ მთლიან აღდგენას 20 მილიონი სჭირდება,” – ამბობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვლადიმერ ალიბეგაშვილი.

lagodexi 001კიდევ ერთი პრობლემა: სასმელი წყლის გარეშე ლაგოდეხი გაკარგავს იმ ტურისტების ინტერესააც, ეს კი კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ადგილობრივების თქმით, ამ ზაფხულს ლაგოდეხს უკვე 15 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა, როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.

მედიატური ტარდება პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ,,სიდას” ფასილიტაციით ხორციელდება.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s