რუსეთის სამ ცენტრალურ რეგიონში ქარიშხლის საშიშროება გამოაცხადეს
06ივლ
ანომალიური სიცხეების გამო, ქარიშხლის საშიშროება გამოაცხადეს რუსეთის სამ ცენტრალურ რეგიონში – ბელგოროდში, ვორონეჟსა და ლიპეცკიში. ამის შესახებ იტყობინება იტარ-ტასი.
სინიპტიკოსების ცნობით, ამ რეგიონების ტერიტორიაზე მოსალოდნელია ტემპერატურის მატება 35 გრადუსამდე. ამასთან დაკავშირებით, შესაძლოა გაიზარდოს კატასტროფული სიტუაციები, რომელიც დაკავშირებული იქნება ყურადღების მოდუნებასთან და შრომისუნარიანობის დაქვეითებასთან.
მაშველები განსაკუთრებით მძღოლებს თხოვენ იყვნენ ყურადღებით, რომლებიც მგზავრობენ ფედერალურ გზატეცილებზე “დონი” და “კრიმი”.
რეგიონის ტერიტორიაზე აღინიშნება ასევე ხანძრების საშიშროების მაღალი ალბათობა. მაღალი ტემპერატურის გამო იზრდება რისკი ტყის და ლანდშაფტური ხანძრების.