RSS

Monthly Archives: ივნისი 2013

12 ივნისიდან გამოიდარებს

cisaსაქართველოში 12-14 ივნისს გამოიდარებს.  გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის, დღეს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს. ნალექი დღის ბოლოსთვის შემცირდება. ჰაერის ტემპერატურა თბილისში 20 გრადუსამდე იქნება, მთელის ქვეყნის მასშტაბით კი 19-24 გრადუსამდე.  Read the rest of this entry »

 

ძლიერი წვიმა თბილისში – მოვარდნილმა წყალმა გლდანულის ხიდი წაიღო

wvima3ძლიერი წვიმის შედეგად,  თბილისში ეზოები და რამდენიმე სარდაფი დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, მოსახლეობა ძირითადად დატბორილი ეზოებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ითხოვდა. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განმარტავენ, რომ ეზოების დატბორვა სანიაღვრო ქსელების გაჭედვამ გამოიწვია, რის გამოც, ზოგიერთ შემთხვევებში მაშველები მოსახლეობას დახმარებას ვერ უწევდნენ. Read the rest of this entry »

 

გერმანიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა

germaniaგერმანიის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით წყალდიდობაა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. მდინარე ელბაში წყლის დონის მატება სპეციალისტების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.  Read the rest of this entry »

 

ასზე მეტი მიტოვებული ძეგლი

ოლიკო ცისკარიშილი

ახმეტაში, ისტორიული ძეგლები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ზოგი ისეთ მდგომარეობაშია, რომ შესაძლებელია, მათგან ორი სამი წლის შემდეგ, საერთოდ აღარაფერი დარჩეს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ტაძრებს მოუვლელობა, წვიმა, ქარი და ყინვა ანადგურებს, ეკლესიის ფრესკებს მნახველები სპეციალურად აზიანებენ. საერთო სურათი საგანგაშოა. ახმეტაში ისტორიული მემკვიდრეობა ნელ-ნელა ჩვენივე უგულისყურობით ხელიდან გვეცლება. თუმცაღა, სახელმწიფო ინტერსესბში უნდა იყოს, მათი აღდგენა-რესტავრირება, თუნდაც ტურისტების მოსაზიდად. Read the rest of this entry »

 

ოკეანის დღე

okeaneოკეანე — დედამიწის ზედაპირის მომცვლელი უწყვეტი გარსი, რომელიც გარს აკრავს კონტინენტებსა და კუნძულებს; ახასიათებს მარილების ერთნაირი შედგენილობა. ოკეანე ჰიდროსფეროს უმეტესი (94%) ნაწილია და მოიცავს დედამიწის ზედაპირის 70,8%. ოკეანის ცნებაში ხშირად იგულისხმება წყლის მასის ქვეშ მდებარე დედამიწის ქერქიც და მანტიაც. Read the rest of this entry »
 

ახმეტის მუნიციპალიტეტს აქვს პოტენციალი განვითარდეს ტურიზმი

baxtrioni 010ოლიკო ცისკარიშვილი

ახმეტის მუნიციპალიტეტში ათეულობით ძეგლია, რომლითაც შეიძლება უამრავი ტურისტი დაინტერესდეს. მათ შორის უმრავლესობა აღდგენას, მოვლასა და პატრონობას საჭიროებს. რეგიონს სერიოზულად სჭირდება ამ დარგის განვითარება, და მასში უეჭველად უნდა ჩაერთოს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ხელისუფლება და კერძო სტრუქტურებიც. გარდა მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობისა, აუცილებელია ეკოპროექტების დაპროექტება, მოგზაურობისას ტურისტთა უსაფრთხოების დაცვა და ტურისტული მენეჯმენტის განვითარებაზე ზრუნვა. Read the rest of this entry »

 

“გარემოს მონიტორინგისა და საინჟინრო ეკოლოგიის ცენტრი” სემინარს ატარებს

Ttye 008ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტთან არსებული “გარემოს მონიტორინგისა და საინჟინრო ეკოლოგიის ცენტრი” ატარებს გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სემინარს თემაზე: “ეკოლოგიური პრობლემები და ახალგაზრდობა”. Read the rest of this entry »

 

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გიორგი სიგუა უხელმძღვანელებს

gza gergeTamdeტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა გიორგი სიგუა წარადგინა. Read the rest of this entry »

 

წყალდიდობამ ჩეხეთიდან სლოვაკეთში გადაინაცვლა

wyali 1წყალდიდობამ, რომელიც ცენტრალურ ევროპაში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, ჩეხეთიდან სლოვაკეთში გადაინაცვლა. “სი-ენ-ენის” ინფორმაციით, ბრატისლავაში სტიქიას უკვე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. პირველად ისტორიაში, დუნაის წყლის დონემ სლოვაკეთის დედაქალაქში 10 მეტრს მიაღწია.  Read the rest of this entry »

 

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენა 7-9 ივნისს გაიმართება

qvevri01ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებით, 7-9 ივნისს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენა “ექსპოჯორჯია 2013” გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასოციაცია “ქართული ღვინო” და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. 7 ივნისს გამოფენას ოფიციალურად გახსნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, შალვა ფიფია და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან დავითაშვილი.  Read the rest of this entry »