RSS

Monthly Archives: ივნისი 2013

კოლორადოს ტყეში ხანძარი მძვინვარებს

xandzariამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადო ტყეში შტატის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ხანძარი მძვინვარებს. ხანძრის შედეგად უკვე 360-ზე მეტი სახლი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ასოშიეითიდ პრესი” ავრცელებს. შტატის ხელისუფლებამ უკვე 38 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. Read the rest of this entry »

 

საქართველოში ტურისტების რაოდენობა 30 %-ით გაიზარდა

gza gergeTamde2013 წლის იანვარ-მაისში, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 30 %-ით გაიზარდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის 5 თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 1 მლნ 698 ათას 146 კაცი შეადგინა. მხოლოდ მაისში საქართველოს 406 ათას 555 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, მაშინ როდესაც 2012 წლის მაისში მათი რაოდენობა მხოლოს 324 ათას 379 ვიზიტორი იყო. შესაბამისად ვიზიტორების მხრივ 2013 წლის მაისის მონაცემებით, ზრდა 25,3 %-ია.  Read the rest of this entry »

 

კლიმატური ცვლილებების ანარეკლი სომხეთში

კლიმატური ცვლილებების ანარეკლი სომხეთში

oliko003 ოლიკო ცისკარიშილი

„ადრე, რამდენიმე ტონა მოსავალი მოგვყავდა, ახლა იმდენიც არ მოვა, რომ სახლში ბავშებს ვაჭამო,“ – ამბობს არარატის ველზე არსებულ სოფელ მარკაშატის მცხოვრები 58 წლის მესრანიან სურენი და გვაჩვენებს ერთი თვის წინ დასეტყვილ ვენახს და პამიდორი.

ასეთივე მდგომარეობაში, არა მხოლოდ ამ სოფლის 6000 მაცხოვრებელი, რომელთაც სრულიად გაუნადგურდა მოსავალი, 43 სოფლიდან, 23 სოფელში სეტყვამ სრულიად გაანადგურა მოსავალი. მარკაშატში 626 ჰექტარზე სრულიად განადგურდა მოსავალი, 44 ჰექტარზე ხილი და 45 ჰექარზე ყურძენი. Read the rest of this entry »

 

“თიბისი ბანკი” თუშეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს იწყებს

wyarostavi020გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, „თიბისი ბანკი”, საქველმოქმედო ასოციაცია „თიბისი” და დაცული ტერიტორიების სააგენტომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც თუშეთში საცხენოსნო ტურისტული გზის გაყვანას ითვალისწინებს. Read the rest of this entry »

 

წყალწაღებული მილიონები – ჟურნალისტური გამოძიება

kaxetiწყალდიდობები და ღვარცოფები, რომელიც ყოველ ზაფხულსა და შემოდგომას კახეთის მოსავლის 60-70%-ს ანადგურებს, დღემდე რჩება საქართველოს ხელისუფლების თავის ტკივილად.
სოფლის მეურნეობის პროდუქტის განადგურება ქვეყნის შიდა პროდუქტის წარმოებას საფრთხეს უქმნის, დაზარალებული მოქალაქეები მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვენ და, რაც მთავარია, წლების განმავლობაში ხევებისა და მდინარეების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი მილიონები ისევ წყალს მიაქვს.  Read the rest of this entry »

 

მაჭახელას მოსახლეობა კირნახი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

dariali 001მაჭახელას ხეობის მოსახლეობა კირნათი-ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.  ოთხი სოფლის – კირნათის, მარადიდის, მირვეთის და აჭარისწყლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია თუ რომელი ტერიტორია დაიტბორება წყლით. მოსახლეობის თქმით, მათ არ უნახავთ პროექტის მშენებლობის ნებართვა და არ აქვთ გეოლოგიური დასკვნა იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ჰესის მშენებლობა გარემოზე. ასევე, როგორც ადგილობრივმა რამაზ თავდგირიძემ აღნიშნა, მისი წინაპრების საფლავები დატბორვის ზონაშია. რამაზ ჯინჭარაძის თქმით, კომპანია შპს “აჭარ-ენერჯი 2007”-ის წარმომადგენლებმა კომპენსაცია და საფლავების გადატანა შესთავაზეს, თუმცა ის წინაპართა საფლავების გადატანას არ აპირებს.  Read the rest of this entry »

 

ევროპაში კვლავ წყალდიდობაა

wyaldidoba TurqetSiევროპის ზოგიერთ ქვეყანაში წყალდიდობა კვლავ გრძელდება.  “ევრონიუსის” ინფორმაციით, გერმანიაში წყლის დონე არ იკლებს და უკვე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს , რომელიც ქვეყანაში 2002 წელს დაფიქსირდა.
თუმცა, ზოგიერთ რაიონში წყლის დონემ 2002 წლის რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა კიდეც. ქალაქ ვიტენბერგში მდინარე ელბაში წყლის დონემ 7,85 მეტრს მიაღწია, რაც ნახევარი მეტრით მეტია 2002 წლის წყალდიდობის შედეგად აწეული წყლის დონეზე.  Read the rest of this entry »

 

რუსული მედიის წარმომადგენლების პრესკონფერენცია ტურიზმის საკითხებზე

gvirilebi11 ივნისს, 13:00 საათზე სასტუმრო რედისონში გაიმართება რუსეთის წამყვანი მედია საშუალებების (ИНТЕРФАКС Туризм, Эхо Москвы, газета Московский комсомолец, Российская газета, RATA-news, РИА Новости) ჟურნალისტების შეხვედრა ქართული მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა და ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს წევრები დაესწრებიან. Read the rest of this entry »

 

ერევანში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტთა შეხვედრა იმართება

IMG_4382დღეს, დაიწყო შეხვედრა ამიერკავკასიის ქვეყნების ჟურნალისტებისთვის ერევანში. შეხვედრაზე, სადაც განიხილავენ კლიმატის ცვლილებების გაშუქებას მედიაში მონაწილეობენ ჟურნალისტები სომხეთიდან, საქართველოდან (ლაშა ზარგინავა www.ipn.ge, www.tv9.ge და ო.ცისკარიშვილი http://www.ekofact.com), აფხაზეთიდან, ყარაბაღიდან…  შეხვედრას, რომელიც ორგანიზებულია გერმანული აკადემიის Deutsche Welle და ინტერნიუსის სასომხეთის ფილიალის მიერ, უძღვებიან ირლანდიელი კიერენ კოკი და გერმენელი ჟურნალისტი ბეტინა რეიგინი. Read the rest of this entry »

 

წვიმამ ათამდე სოფელი დააზარალა

wvima333ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ წალკის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობა დააზარალა. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარე ჯონი საბაძის განცხადებით, წალკაში სეტყვამ ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. მისივე თქმით, ძლიერმა სეტყვამ სოფლებში: ბარეთში, ლივადში, იმერაში, საბეჭისში, არსარვანში, ჩოლიანში, გოდაკლარში, ბეშთაშენში და ხანდოში მთლიანად გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ნათესები, კერძოდ, მოსახლეობა პრაქტიკულად, კარტოფილისა და მარცვლოვანი კულტურის გარეშე დარჩა. Read the rest of this entry »