დღეს, 18 ივნისს, სასტუმრო „რადისონში” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც დამსწრე საზოგადოებას დარგის განვითარების ახალ კონცეფციასა და ტურიზმის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმას წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი ოფიციალურად 7 ივნისს წარადგინეს. ,,საზაფხულო სეზონი, ფაქტობრივად, კარს მოგვადგა. გეგმები გვაქვს ძალიან ბევრი და უნდა მოხდეს მთავრობის მხრიდან იმის განსაზღვრა, თუ რა ადგილი უნდა ეკავოს ტურიზმს ქვეყნის ეკონომიკაში. დღეისათვის მშპ-ში ტურიზმის წილი 6,37 %. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გადაიდგას ენერგიული ნაბიჯები, რათა გაორმაგდეს ეს მონაცემები. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ ის ტურისტული ადგილები, რომელიც გამოყენებული არ იყო, მოხდეს მათი გამოყენება და ათვისება. მაქსიმალურად ვეცდებით გავაქტიურდეთ გარე ბაზრებზეც”, -განაცხადა წაედგენისას გიორგი სიგუამამ.
გიორგი სიგუა 2012 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა, თუმცა მანამადე იყო კოალიცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელი აშშ-ში. გიორგი სიგუა 2003-2004 წლებში თბილისის საკრებულოში ფრაქცია ,,ლეიბორისტების” თავმჯდომარის გიორგი გუგავას თანაშემწედ მუშაობდა.