RSS

არჩილ გეგენავას ყვარლის ტბა ჩამოართვეს

05 ივნ

yvarlis tba 022კომპანია “m ჯგუფის” მფლობელსა და მთაწმინდის ყოფილ მაჟორიტარს არჩილ გეგენავას ყვარლის ტბა ჩამოართვეს. ყვარლის ტბის კომპლექსი გეგენავამ რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის სამინისტროსაგან შეიძინა, თუმცა კომპანიის ძველი მფლობელი ს/ს “კორპორაცია ქინძმარაულის” ხელმძღვანელი თამაზ კონჭოშვილი აცხადებდა, რომ მას ქონება გეგენავას დავალებით ეკონომიკის სამინისტრომ უკანონოდ ჩამოართვა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებულ პირებს გადასცა. “პირველი რადიოს” ინფორმაციით რამდენიმე დღის წინ არჩილ გეგენავას კომპანიამ “ყვარლის ტბა” მის ძველ მფლობელს ს/ს “კორპორაცია ქინძმარაულს” 49 წლიანი იჯარით უკან დაუბრუნა. ეს ინფორმაცია “პირველ რადიოს” ს/ს “კორპორაცია ქინძმარაულის” ხელმძღვანელმა თამაზ კონჭოშვილმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, ახლა დავა ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიის გამო, მიმდინარეობს “ეს მიწაც ჩვენ გვეკუთვნოდა, თუმცა წინა ხელისუფლებამ გეგენავას სასარგებლოდ იძულების წესით დაგვათმობინა მაშინ ზეწოლას ვერ გავუძელით” – აცხადებს კონჭოშვილი. მისივე თქმით, არჩილ გეგენავა და მისი პარტნიორები ახლა მზად არიან “ყვარლის ტბასთან” ერთად, დათმონ მისი მიმდებარე ტერიტორია და სასტუმრო კომპლექსი, თუმცა სანაცვლოდ ჩადებული ინვესტიციების დაბრუნებას მოითხოვენ.
“მე შევთავაზე გეგმა, გავიყოთ წილი 50/50, თანხის ნაწილს მე გადავუხდი, ოღონდ, ამისთვის 15 წლიანი ვადა უნდა მომცენ. ისინი (გეგენავა და მისი პარტნიორები ავტ,) თანახმანი არიან, თუმცა ამ შემთხვევაში, წლებთან დაკავშირებით აქვთ სხვა პოზიცია,”-  აცხადებს “პირველ რადიოსთან” საუბრისას ს/ს “კორპორაცია ქინძმარაულის” ხელმძღვანელი თამაზ კონჭოშვილი.

http://www.ghn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s