RSS

გარემოს დაცვის სამინისტრო კადრების შესარჩევად ღია კონკურსს გამოაცხადებს

16 მაისი

garemos dacvis logoსაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კადრების შესარჩევად ღია კონკურსს გამოაცხადებს, – ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინიტრმა ხათუნა გოგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხები. მისი განმარტებით, 2011 წლის მარტში გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციების დიდი ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა, რის გამოც, გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკნინდა ფუნქციები, გაუქმდა გარკვეული სტრტუქტურები და გართულდა სამინისტროს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ხათუნა გოგალაძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გარემოს დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა, რის შედეგადაც, მოხდა სამინისტროს ბიუჯეტის გაორმაგება, ინსტიტუციების გაძლიერება და წართმეული ფუნქციების უკან დაბრუნება.
“გასულ წელს, გარემოს დაცვის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შედგებოდა 50-მდე კანონპროექტისგან. ცვლილებების თანახმად, რეორგანიზაციის შემდეგ სამინისტრო ახორციელებს არა მხოლოდ გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვას, არამედ, ბუნებრივი რესურსების სახელმწიფო მართვასაც, გარდა ნავთობისა და გაზისა. სამინისტროს უკან დაუბრუნდა ბუნებრივი რესურსების მართვის ნაწილი, ასევე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი. ამასთან, შეიქმნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”, – განმარტა გოგალაძემ.
დღეის მდგომარეობით, სამინისტროს შემადგენლობაში შედის 5 საჯარო სამართლის იურიდიული პირი: დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, სატყეო-საბაზისო სანერგე მეურნეობა, ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. ასევე საქვეუწყებო დაწესებულება, გარემოსდაცვითი ზედამხეველობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნვეყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კონტინენტურ შელფსა და განსკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.
მინისტრის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შემადგენლობაშია 330 საშტატო ერთეული, რომელზეც კონკურსი კადრების მისაღებად უახლოეს 2 კვირაში გამოცხადდება. მისივე თქმით, ვაკანსია გამოცხადდება სამინისტროში თითქმის ყველა ადგილზე, სადაც მონაწილეობის საშუალება მოქმედ თანამშრომლებსაც ექნებათ. მინისტრის ინფორმაციით, კონკურსის გამოცხადება ვაკანსიებზე ეტაპობრივად მოხდება.

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s