RSS

Monthly Archives: თებერვალი 2013

გიდის საერთაშორისო დღე, საქართველოში, პირველი სერტიფიცირებული გიდების დაჯილდოვებით აღინიშნება

cxeniდღეს, თბილისში საქართველოს ეროვნულ მუზეუმის სააქტო დარბაზში გაიმართება გისი საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, სადაც საზეიმოდ გადაეცემათ სერტიფიკატები საქართველოში პირველი სერტიფიცირებულ გიდებს, ასევე დაჯილდოვდებიან 2012 წლის საუკეთესო გიდები და გიდებისადმი ყველაზე მეგობრულად განწყობილი კომპანიები. საქართველოს გიდების ასოციაცია გიდების ასოციაციის მსოფლიო და ევროპის ფედერაციების წევრ ასოციაციებთან თანამშრომლობით, ამ დღეს საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობს გიდის – როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელთა მნიშვნელობას, რომელთაც უაღრესად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია აკისრიათ თავიანთი ქვეყნების პოპულარიზაციში. გიდის საერთაშორისო დღე 1985 წლიდან აღინიშნება. დღეისათვის მას მსოფლიოს 100-მდე ქვეყანა აღნიშნავს. საქართველოში ეს დღე 2012 წელს პირველად აღინიშნა. Read the rest of this entry »
 

დღეს, გიდების საერთაშორისო დღეა

cxeni da biWebiდღეს, მსოფლიოს ბევრ ქალაქში, განსაკუთრებით, იქ, სადაც ტურიზმია განვითარებული – გიდის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. როდის გაჩნდა ეს პროფესია, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის ნამდვილად საერთაშორისო ურთიერთობებზეა დამყარებული. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა დაიწყეს, ამ პროფესიის არსებობაც აუცილებელი გახდა. Read the rest of this entry »

 

ნასამ განმარტა, რატომ ვერ შეამჩნიეს რუსული მეტეორი მეცნიერებმა

meteorebiაშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ, მოულოდნელად გამოჩენილი მეტეორის შესახებ განცხადება გააკეთა. მათი თქმით, მეტეორის დაფიქსირება იყო რთული, მისი მცირე ზომის და მუქი ფერის გამო. ნასას ინფორმაციის თანახმად, სივრცეში ობიექტის აღმოჩენა, დამოკიდებულია მის ფერზე (რამდენად მბზინავია ობიექტი), ტელესკოპების მგრძნობიარობა არანაკლებ როლს თამაშობს. ობიექტის ხილვადობა  დამოკიდებულია მის ფერზე, ზომაზე და იმ მანძილზე, რომელიც დედამიწისგან აშორებს. Read the rest of this entry »

 

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გლობალურ გარემოსდაცვით ფორუმზე

tye2საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე იმყოფება ქ. ნაირობიში (კენია), სადაც ტარდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მმართველთა საბჭოს 27-ე სესია/ მინისტრთა გარემოსდაცვითი გლობალური  ფორუმი. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობენ გარემოს დაცვის მინისტრები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან. Read the rest of this entry »

 

ხელი მოეწერა ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

myivnvari-gudauriდღეს, თბილისში სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი ტურიზმის სფეროში არსებული სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის. აღნიშნულ მემორანდუმს სახელმწიფოს მხირდან ხელი მოაწერა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიაშვილმა. Read the rest of this entry »

 

ასტეროიდი 2012 DA14 2046 წელს კვლავ მოუახლოვდება დედამიწას

asteroidiდედამიწის გრავიტაციამ, ასტეროიდის 2012 DA14 თავის ორბიტის შეცვლა გამოიწვია. ადრე, ის არანაირ კავშირში არ იყო დედამიწის ორბიტასთან, თუმცა 16 თებერვალს, ჩვენ პლანეტასთან 27,7 ათასი კმ დაახლოების შემდეგ, მდგომარეობა შეიცვალა. ამის შესახებ, პულკოვის ასტრონომიური ონსერვატორიის, დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე დევიატკინმა განცხადება გააკეთა. ასტეროიდზე, მეცნიერებმა შეძლეს მათთვის საჭირო ინფორმაცია მიეღოთ. ამჟამად, მონაცემების ანალიზი მიმდინარეობს, რომელიც ამერიკის ცენტრს გადაეცემა. Read the rest of this entry »

 

19 თებერვალი ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღეა

vesapgadarcმთელ მსოფლიოში 19 თებერვალს აღნიშნავენ, როგორც ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღეს. ეს დღე, არა მხოლოდ ვეშაპების დასაცავად აღინიშნება, არამედ ყველა ზღვის ძუძუმწოვართა და ზღვის ბინადართა დაცვის დღედ მოიაზრება და დაარსდა 1986 წელს, საერთაშორისო ვეშაპთა კომისიის მიერ (International Whaling Commission, IWC). კომისია დღემდე ებრძვის მსოფლიოში ვეშაპებზე ნადირობასა და მათი ხორცით ვაჭრობას. Read the rest of this entry »
 

იქმნება ტურიზმის მრჩეველთა საბჭო

gvirilebiხვალ, 20 თებერვალს, 11:00 საათზე, ქ.თბილისში სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება ტურიზმის სფეროში არსებული სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი. რომლის საფუზველზეც პირველად საქართველოში იქმნება ტურიზმის მრჩეველთა საბჭო. აღნიშნულ მემორანდუმს სახელმწიფოს მხრიდან ხელს მოაწერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი. Read the rest of this entry »
 

UNEP-ის გლობალური გარემოსდაცვითი ფორუმი

kaxeti03.jpg2013 წლის 18-22 თებერვალს ქ. ნაირობიში (კენია) ტარდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მმართველთა საბჭოს 27-ე სესია/ მინისტრთა გარემოსდაცვითი გლობალური ფორუმი.საქართველოდან აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძეRead the rest of this entry »

 

საზოგადოების ჩართულობა ყაზბეგის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე

dariali 007მდინარე ხდისწყალზე 6 მგვტ სიმძლავრის ყაზბეგი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით, დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული საზოგადოების ჩართვის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: Read the rest of this entry »