RSS

გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორი სტუმრობდა

27 თებ

goris cixe 012 - Copyშიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს  ესტუმრა. იგი ცენტრის საქმიანობით, ვიზიტორების რაოდენობით, აღნიშნულ  სფეროში არსებული პრობლემებით და რეგიონში ტურიზმის განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორებით  დაინტერესდა.

ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, გახსნიდან (25.04.2011) დღემდე, ცენტრის მომსახურებით 22 570-მდე ტურისტმა ისარგებლა. ბოლო პერიოდში კი რეგიონით დაინტერესებულ ტურისტთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება. პარალელურად საჭიროა ტურისტული ინფრასტრუქტურის  განვითარებაც, რაც  ცენტრის თანამშრომელთა ინფორმაციით რეგიონში მიზანმიმართულ მუშაობას საჭიროებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქებში არ არსებობს გასართობი ცენტრები, ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზები მოუწესრიგებელია და სხვა.

ბარნოვის აზრით, რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის ბიზნესმენების დაინტერესებაა საჭირო, რისთვისაც  ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა; მომზადდება ბიზნეს შეთავაზებების პაკეტი, მოეწყობა  ტური  ბიზნესმენებისათვის საინტერესო ობიექტებში, რაც წაახალისებს და დააინტერებს ქართველ და უცხოელ ინვესტორებს.

 

დატოვე კომენტარი