RSS

საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას სამი ადამიანი გადარჩა

26 თებ

sahaero bushtiეგვიპტეში, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შემდეგ სამი ადამიანი გადარჩა.
ბოლო ინფორმაციით, 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 ტურისტი დაკარგულად ითვლება.
სამმა ადამიანმა, რომელებიც საჰაერო ბურთზე იმყოფებოდნენ, მათ შორის ერთ-ერთმა ადგილობრივმა ინსტრუქტორმაც მოახერხეს ბურთიდან გადმოხტომა, მას შემდეგ რაც მას ცეცხლი გაუჩნდა და მკვეთრად დაიწყო მაღლა ასვლა. თითოეულმა მათგანმა მრავლამხრივი დაზიანება მიიღო და ამჟამად, ადგილობრივ კლინიკაში გადიან რეაბილიტაციას.ეგვპტის ჯანდაცვის მინისტრის, მუაჰმედ მუსტაფა ჰამედის განცხადებით, ისინი კაირის ჰოსპიტალში გადაიყვანეს თვითმფრინავით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში საჰაერო ბურთის პილოტია, რომელსაც 70 %-იანი ხარისხის დამწვრობა აქვს.

ბრიტანეთის BBC-ის კორპორაცია იუწყება, რომ თვითმხილველების განცხადებით, ადამიანები ცეცხლმოკიდებული საჰაერო ბურთიდან ხტებოდნენ, რომელიც დაახლოებით 7 სართულის სიმაღლეზე იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია France 24-მაც დაადასტურა.

მოამზადა ხატია გოგოხიამ

 

დატოვე კომენტარი