მიწისქვეშა ბიძგები, ადგილობრივი დროით 20.09 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი, 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო, ხოლო ტერიტორიულად 202 კილომეტრის მანძილზე, ქალაქ დილის აღმოსავლეთით. მიწისძვრა 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრით შაბათს, წყნარ ოკეანეში მოხდა, ინდონეზიის აღმოსავლეთით. მიწიასძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების, გეოლოგიურმა სამსახურმა, საიტზე 5.7 მაგნიტუდა გამოაქვეყნა. მათი თქმით, ეპიცენტრი 35 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ეს ოლქი, ეგრეთწოდებული “წყნარი ოკეანის ცეცხლის ბეჭედს” მიეკუთნება. შეგახსენებთ, რომ ხშირი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, ინდონეზიაში ვულკანური ამოფრქვევებიც არაა იშვიათი.
მოამზადა ბელა არითინოვმა



