RSS

ხორვატიასა და ავსტრიაში დიდთოვლობაა

23 თებ
xorvatiaცენტრალური ევროპა ძლიერმა ციკლონმა მოიცვა. ავსტრიაში, დიდთოვლობის გამო, ქაოსია.  ქვეყანაშჲ გამოცხადებულია საგანგებო სიტუაცია. მოყინული გზების გამო, სატვირთო ავტომობილებს არ შეუძლიათ გადაადგილება, ამიტომ გზებზე საცობებია. ავსტრიის პოლიცია თითქმის ყოველ საათში აღნუსხავს, რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას. მთავრობა მძღოლებს მოუწოდებს ისარგებლო სპეციალური ჯაჭვებით, რათა თავიდან აიცილო ავტოსაგზაო შემთხვევები. ასევე, დიდთოვლობა და გამყინვარებაა ხორვატიაშიც. დიდთოვლობაა ადრიატიკის საკურორტო სანაპიროზეც, სადაც ნაპირი მთლიანად დაფარა თოვლმა. ხორვატიაში, დიდთოვლობის გამო, დაიხურა ბაღები,სკოლები და სხვა დაწესებულებები.
სინოპტიკოსების თქმით,  ციკლონი კიდევ, რამდენიმე დღე გაგრძელდება.

მოამზადა გიორგი ზედგინიძემ

 
 

დატოვე კომენტარი