თვითმხილველთა განცხადებით, ცაზე მეტეორის გამოჩენას, მწვანე ნათება და ხმაური მოჰყვა. რამდენიმე წუთის, შემდეგ მეტეორი აფეთქდა და დაიწვა.
მეტეორი, ასევე დააფიქსირეს ფინეთშიც და ეს მოვლენა ერთ ერთმა თვითმხილველმა ვიდეოზეც აღბეჭდა.შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლას, დილით, ჩელიაბინსკში მეტეორი ჩამოვარდა, რომელიც ნაწილებად დაიშალა. ამ ფაქტის, შედეგად 1200 ადამიანი დაშავდა და ათასობით შენობა დაზიანდა.
მეტეორი, რომლის სიგრძე 27 მეტრი იყო, ხოლო მასა 10 000 ტონა, კოსმოსიდან დედამიწისაკენ 54 000კმ/სთ მოძრაობდა. რუსი მეცინერების თქმით, მეტეორი ხმელეთთან, 30-35 კილომეტრით შორს აფეთქდა. ძლიერი აფეთქება მოხდა ჩელიაბინსკის ოლქთან და მეტეორის ნამსხვრევები ექსპერტებმა ჩელიაბინსკიდან მოშორებით, მდინარე ჩებარკულთანაც აღმოაჩინეს.
მოამზადა გიორგი ზედგინიძემ



