ციკლონის დროს, მადაგასკარზე ძლიერი წვიმების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. საბოლოოდ, ციკლონი კუნძულს პარასკევს მოუახლოვდა. ძლიერი ქარი – 200 კმ/სს და ქარბუქი, თითქმის 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სტიქიამ ქალაქი მორომბე თითქმის მთლიანად გაანადგურა. ტროპიკულმა ციკლონმა “ჰარუნამ”, სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 17 ადამიანი მაშველებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს და ახლა რეანიმაციაში იმყოფებიან. სამი ათაში მადაგასკარელი უსახლკაროდ დარჩა. წვიმის სეზონი, როგორც წესი, აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მადაგასკარზე, თებერვლის თვიდან მაისის თვემდე გრძელდება. ამ პერიოდში, ციკლონი და ძლიერი წვიმა, ხშირად არის მოსალოდნელი. შეგახსენებთ, რომ ციკლონებმა “ჯოვანამ” და “ირინამ”, 2012 წელს 112 ადამიანის სიცოცხლე იმსხერპლა.
მოამზადა ბელა არუთინოვმა



