საბერძნეთში ძლერი ღვარცოფია, ცენტრალური ქუჩები დატბორილია, ასევე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ოფისები და ცენტრალური მეტრო.
მაშველებს ამ წუთებშიც გამოჰყავთ მანქანებიდან ადამიანები, რომლებიც დატბორილ ქუჩებში აღმოჩნდნენ.მაშველება დიდი ძალისხმევის შემდეგ, გადაარჩინეს ბერძენი ქალბატონი, რომელიც წყალმა წაიღო.
ანალოგიური მდგომარეობაა სამხრეთ იტალიაშიც. სიცილიაში ძლიერმა წვიმამ და ღვარცოფმა დატბორა ქუჩები. სტიქიის გამო დაიხურა ბაღები, სკოლები და სხვა დაწესებულებები. ძლიერი წვიმის გამო, ჭირს ხილვადობა და ამიტომ მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავნო გარეთ გასვლისგან.
მოამზადა გიორგი ზედგინიძემ



