RSS

დიდთოვლობა ამერიკაში

23 თებ

gudauri 015„ასეთი, დიდთოვლობა ამერიკაში ბოლო 100 წელიწადია არავის ახსოვს“ – განაცხადა ნიუ-იორკის ერთ- ერთმა მოქალაქემ.
უამინდობამ ამერიკაში 60 მილიონი ადამიანი დააზარალა. ნალექის რაოდენობა განსაკუთრებით ძლიერია კანზასის, მისურის, კოლორადოს, არიზონის და ნებრასკას შტატებში.ამერიკის მეტეოროლოგიური ცენტრის თქმით, ნალექმა 70 სანტიმეტრს გადააჭარება და ასეთი უხვი ნალექი შეერთებულ შტატებში 1912 წლის შემდეგ არ ყოფილა. დიდთოვლობის გამო, რამდენიმე ქალაქში დაიხურა ბაღები, სკოლები და სახელმწიფო დაწესებულებები. აეროპორტებში გადადებულია ყველა რეისი.
კანზასის და მისურის შტატებში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ამ დროისათვის დიდთოვლოდას 2 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე მაცხოვრებელს ძლიერმა თოვლმა დაუზიანა სახლები და მათი გამოყვანა საცხოვრებლებიდან მაშველების დახმარებით მოხერხდა.
ამერიკის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ გავიდნენ სახლიდან და მოერიდონ ავტომობილით გადაადგილებას, რადგან ქუჩები მოყინულია და გადაუღებლად თოვს.
შეგახსენებთ, რომ ასეთი დიდთოვლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1912 წლის შემდეგ არავის ახსოვს. მეტეოროლოგების თქმით, კიდევ, რამდენიმე დღე ითოვებს.

მოამზადა გიორგი ზედგინიძემ

 

დატოვე კომენტარი