RSS

გერმანიაში, უამინდობის გამო, გზებზე შეზღუდვებია

23 თებ

zamt7ძლიერმა ციკლონმა ცენტრალური  და დასავლეთ ევროპა სრულიად დაფარა. გერმანიის ავტობანებზე ძლიერი თოვლია. გზები მოყინულია. შექმნილ პირობებში მოძრაობა საკმაოდ სახიფათოა, მანქანები მრავალ კილომეტრიან საცობს ქმნიან. ყველაზე გრძელი საცობი, ბერლინიდან ნიურნბერგის მიმავალ გზაზეა. მოძრაობა ამ გზაზე, რამდენიმე საათით პარალიზებული იყო, მომხდარი საგზაო შემთხვევის გამო. სატვირთოს მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე, რის შედეგადაც რამდენიმე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. უამინდობის გამო, ავტოსაგზაო შემთხვევები სხვა ტრასებზეც დაფიქსირდა. არიან დაშავებულებიც. ტემპერატურის დავარდნა დიდ ბრიტანეთშიც აღინიშნება. მეტეოროლოგების თქმით, ეს შაბათ-კვირა შესაძლოა ზამთრის ყველაზე ცივ დღეებად მიიჩნიონ.

მოამზადა ბელა არუთინოვმა

 

დატოვე კომენტარი