RSS

ათენში წყალდიდობასა და ღვარცოფს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

23 თებ

aTeniათენში წყალდიდობის, შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ათეულობით ადამიანი, რომლებიც წყალმა წაიღო მაშველებმა გადაარჩინეს.
საბერძნეთის ხელისუფლებას წყალდიდობების, შედეგად მოუწია ცენტრალური და მიწისქვეშა გზების გადაკეტვა. ქალაქში რთულად მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან გზები დატბორილი იყო. ათენის მოსახლეობის ნახევარი ამ დროისთვის, ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. სამაშველო და სახანძრო სამსახურებში ერთი დღის განმავლობაში 2000 სატელეფონო ზარი დაფიქსირდა. მოსახლეობა შველას ითხოვდა. დაიტბორა ათასობით სახლი პირველი სართული საიდანაც მაშველებს მოსახლეობის ევაკუირება მოუწია.
ამ დროისათვის, ათენში წვიმა შეწყდა. მთავრობა სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.

მოამზადა გიორგი ზედგინიძემ

 

დატოვე კომენტარი