ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ხე-ტყის დამზადების,ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესებში ცვლილებები შეიტანა.კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში 2013 წლის 25 თებერვლიდან სავალდებულოა: „ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის“ გამოწერა; მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშით;
2013 წლის 25 თებერვლიდან აკრძალულია არამარკირებული, უფირნიშო ხე-ტყის ტრანსპორტირება და სახერხ საამქროში შეტანა-გადამუშავება.
2013 წლის 20 თებერვლიდან სავალდებულოა სახერხი საამქროს ელექტრონული რეგისტრაცია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართზე: www.portal.anr.ge მიუხედავად იმისა, მოქმედია სახერხი საამქრო თუ არა; ამასთან, სახერხები, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ ბაზაში, ვალდებულნი არიან ხელახლა გაიარონ რეგისტრაცია.



