1-2 თებერვალს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე აჭარას ეწვევა, სადაც მოინახულებს ბათუმის ნაგავსაყრელს, მდინარე მაჭახელაზე მშენებარე ჰესის და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს. გარემოს დაცვის მინისტრი შეხვდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს და აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსს, ვახტანგ წულაძეს, აგრეთვე რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.2 თებერვალს ხათუნა გოგალაძე მონაწილეობას მიიღებს ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ რიგ ღონისძიებებში ბათუმსა და ქობულეთში.
გარემოს დაცვის მინისტრი აჭარაში
01
თებ



