Daily Archives: 26/12/2012
ამერიკას ტორნადო დაატყდა თავს
არანაკლებ 15 ტორნადი თავს დაატყდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ათასობით ამერიკელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წვიმა და ჭექა-ქუხილი თითქმის ყველა შტატშია დაფიქსირებული. ტორნადომ ძლიერი წვიმები და დიდთოვლობა გამოიწვია. Read the rest of this entry »
ბათუმში მოსალოდნელი მიწისძვრის გამო პანიკაა
მიწისძვრა ბუნების ერთერთი ყველაზე მრისხანე მოვლენაა. მიწისძვრა მსხვერპლის რაოდენობითა და დამანგრეველი მოქმედებით აღემატება ყველა სხვა ბუნებრივ კატასტროფას. დღესაც კი ადამიანი უძლურია ამ სტიქიის წინაშე. დღესაც მიწისძვრა იწვევს დიდ მსხვერპლს, ნგრევას, ზარალს. მაგრამ ამ მოვლენას სულ სხვა თვალით შეიძლება შევხედოთ. მიწისძვრა მეტად საინტერესო მოვლენაა. ის ბუნებრივი, ტექტონიკური პროცესის ერთერთი შემადგენელი ნაწილია და ამ მოვლენის ძირეული მიზეზი დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესებია. მიწისძვრის დროს გამოსხივებული ტალღები განჭოლავენ მთელ დედამიწას და გვაძლევენ ინფორმაციას მისი შინაგანი აგებულების შესახებ. Read the rest of this entry »
ახალ წელს არ ითოვებს
ახალ წელს სინოპტიკოსები თოვას არ ვარაუდობენ. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მცირე თოვლის ნალექი ხვალაც გაგრძელდება.
ღამით თოვდა თიანეთში, საგარეჯოში და თელავში. ყინვა დაფიქსირდა გორში _ -4; აგარაში _ -5; ხოლო კახეთში _ -2 გრადუსი. გუშინ ღამით თბილისში 1 გრადუსი იყო. Read the rest of this entry »
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა
რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ, საქართველოში თოვლი ისევ მოვიდა. დედაქალაქში თოვლის საფარი არაა, თუმცა დიდთოვლობის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა.
გუდაური-კობის მონაკვეთი ჩაკეტილია და ზვავსაშიშროების გამო, ტექნიკა აღნიშნულ მონაკვეთში გზის გასაწმენდად ვერ შედის. დაბა გუდაურამდე მოძრაობა დასაშვებია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. შეზღუდვებია ნაქერალასა და გომბორის უღელტეხილებზე, სადაც მოძრაობა ეკრძალებათ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებებს. რიკოთის უღელტეხილზე კი, მოძრაობა დასაშვებია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. გზების გამწმენდი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
შავი ზღვის სანაპიროდან 29 კმ-ში 5.5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
რამდენიმე ხნის წინ, 22:44 სთ-ზე შავი ზღვის სანაპიროდან 29 კილომეტრში, მიწისძვრა მოხდა, მისი სიმძლავრე შეადგენდა 5.5 ბალს. Read the rest of this entry »