RSS

Daily Archives: 13/05/2012

სტიქიის შემდეგ მოერიდეთ ონკანის წყალს

თბილისში გამოწვეულმა სტიქიურმა მოვლენებმა, წყალდიდობამ ქალაქში არაერთიპრობლემა გამოიწვია. ვერმონტის ჯანდაცვის ოფიცალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ წყალი ვერ იქნება უსაფრთხო წყალდიდობის შემდეგ, ის შეიძლება დაბინძურებული იყოს ბაქტერიებით, მიკროორგანიზმებით, ქიმიკატებით ან სხვა ნივთიერებებით, რომლებმაც შესალოა მოასახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

Read the rest of this entry »

 

ნიაღვარმა ვახუშტის ხიდი დაანგრია

რამდენიმე საათის წინ, ძლიერი წვიმისა და სეტყვისგან მოვარდნილმა ნიაღვარმა, თბილისში ბევრი პრობლემა შექმნა. ჟურნალისტი გიორგი ზედგინიძე ადგილიდან იტყობინება, რომ დანგრეულია ვახუშტის ხიდი. ელიავას მიმდებარე ტერიტორია კი საერთოდ დატბორილია.

ჟურნალისტი იტყობინება, რომ ცუდი მდომარეობაა ვაშლიჯვარშიც. ნიღვარმა გზებზე ლოდები ჩამოყარა, ამ დრომდე შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

თბილისში მოვარდნილმა ნიაღვარმა ადამიანები იმსხვერპლა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თბილისში პრობლემები შექმნა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ნიაღვრის მოვარდნის გამო, გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. ბაგებში ძლიერი წვიმისგან მოვარდნილმა წყალმა, რამდენიმე ხე წააქცია… გადაადგილების პრობლემები შეექმნათ მძღოლებს. ორთაჭალაში ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე მტკვარმა რამდენიმე ავტომობილი ამოატრიალა, ზოგის მიწისქვეშა გადასასვლელებში ჩაყარა. მოსახლეობას  წვიმა და სეტყვა სახლებში შეუვარდათ, დაიტბორა სადარბაზოები. ორთაჭალაში მაშველებს ადამიანები სამშვიდობოს ნავებით გადაჰყავთ.

Read the rest of this entry »