RSS

Daily Archives: 21/05/2012

ყვარლის ტბაზე სეზონი გაიხსნა

This slideshow requires JavaScript.

კახეთში, ყვარელში 60-იან წლებში რაიკომის მეორე მდივანმა, კოლმეურნეობისა და საბჭოთა მეურნეობის საწარმოო სამმართველოს პარტიულო კომიტეტის მდივანმა გივი ზაუტაშვილმა გადაწყვიტა ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით კავკასიონის სამხრეთ კალთების ქვეშ მდებარე, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორია კურორტად ექცია. იმ წლებში, იქ მხოლოდ მთავრობის ხალხს შეეძლო დასვენება. აქ, სადაც დღეს ყვარლის ტბის კომპლექსია, პატარა ქოხი იდგა, სადაც მთავრობა რამდენიმე დღით სათევზაოდ და სანადიროდ ჩამოდიოდა. დღეს, კი ყვარლის ტბა, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილია, იმათთვის ვისაც ქალაქის ხმაურისგან დასვენება სუფთა ჰაერზე და კარგ ბუნებაში სურთ.

Read the rest of this entry »

 

მიტოვებული წევა და აკაკი გაჩეჩილაძის გამოფენა

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

ზესტაფონის რაიონის სოფელ წევაში, რამდენიმე დღის წინ, უნიჭიერესი მხატვრის აკაკი გაჩეჩილაძის, საგვარეულო სოფელში, გამართულ გამოფენას ვსტუმრობდი. გამოფენა სკოლაში გაიმართა, სადაც დღეს მხოლოდ 21 მოსწავლე სწავლობს. მხატვრის, ორი წლის განმავლობაში შექმნილი უნიკალური 30 ტილოს გამოფენა სოფლისთვის და რაიონისთვის ერთგვარი სტიმულია. მხატვარმა აკაკი გაჩეჩილაძემ სოფლის და რაიონის მოსახლეობა არა მარტო აზიარა თანამედროვე ხელოვნებას, არამედ, თავისი ქმედებით სხვებს მაგალითი მისცა.

Read the rest of this entry »